Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თხილიანი მწვანე პომიდორი ქობულეთურად / tkhiliani mtsvane pomidori qobuleturad
2021-09-24, 12:39 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1. მწვანე პომიდორი - 2 კგ;
2. ბულგარული წიწაკა - 4 ცალი;
3. ხახვი - 1 საშუალო ხახვი .;
4. თხილი - 150 გრ;
5. ოხრახუში -50 გრ;
6. ნიახური -50 გრ;
7. იმერული ზაფრანა -1 სფ.კ;
8. ხმელი ქინძი-1 ჩ.კ.
9.უცხო-სუნელი - 1 ჩ.კ.
10. ნედლი წიწაკა - გემოვნებით
11. მარილი (მსხმილი) - 1,5 სფ.კ;
12. ზეთი შესაწვავად
13. ნიორი - 2 -3 კბილი;

მომზადების წესი:
თხილი ოდნავ მოხალეთ. კანი რამდენიც მოშორდება, მოაცილეთ, დანარჩენი იყოს, არაუშავს. მსხვილად დაფქვით.
გარეცხეთ პომიდორი, დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 8-10 სთ. გრილ ადგილას
შემდეგ გაწურეთ ხელებით პორცია-პორცია.
ბ. წიწაკა და ხახვი დაჭერით ნახევარ- რგოლებად
პომიდორი, წიწაკა, ხახვი შეწვით ნაწილებად დიდი რაოდენობით ზეთში
მოათავსეთ თასში.
სანამ ცხელია დაუმატეთ მწვანილი, ნიორი, თხილი, ცხარე წიწაკა, ზაფრანა, ქინძი, უცხო - სუნელი, კარგად მოურიეთ.
მეტი მარილი არ ესაჭიროება, პომიდორმა საკმარისად გაიჟღენთა მარილით.
ვაცალოთ კერძს "დასვენება" - გემოების და არომატების „დამეგობრება“)
ძალიან,ძალიან,ძალიანგემრიელია ასეთი კერძი ცივი ცხელ ჭადთან (მშრალად დაცხობილი) !!!!)))
პ.ს.
1. მე ვიცი, რო თინა ბიცოლა ასეთ პომიდორს თეთრ ძმარს უმატებდა და ზამთრისთვის ინახავდა. მაგრამ რამდენი ძმარი უნდა და უკეთებდა თუ არა სტერილიზაციას არ მახსოვს.
მე სეზონურად ვამზადებ. ერთ კვირამდე თავისუფლად ინახება მაცივარში.
2. თქვენი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ პომიდვრის რაოდენობა. სულაც არ არის საჭირო ჩემსავით თასებით მომზადება.
3. სანამ შეკმაზავთ, ცოტა პომიდორი შეწვით, გასინჯეთ, .
თუ თქვენთვის ზედმეტად მარილიანი აღმოჩდა, გარეცხეთ დანარღენი ცივ წყალში.

რეცეპტის ავტორი – nailo-nailo


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: mariamkhvedeliani | ტეგები: cicaka, bulgaruli, cookery, receptebi, recepti, tkhili, nailo, რეცეპტი, cooking, qindzi, khakhvi, kulinaria, culinary, mcvanili, okhrakhushi, pomidori, uckho suneli, niakhuri, zafrana, რეცეპტები, niori, კულინარია, კულინარი, mzareuli ნანახია: 859 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]