Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პასტა ტარხუნის პესტოთი და შებოლილი ალუბლით / pasta tarkhunis pestoti da shebolili alublit
2019-07-20, 12:19 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
პასტა
150 გრ. სემოლა
150 გრ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი
3 კვერცხი (1 მხოლოდ გული)
პესტო
500 გრ. ტარხუნა
125 გრ. შებოლილი სულგუნი
125 გრ. კახური ზეთი
80 გრ. ნიგოზი
1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
100 გრ. შებოლილი ალუბალი

მომზადების წესი:
ჯამში ერთმანეთს შევურიოთ ორი სახეობის ფქვილი, გადმოვიტანოთ დაფაზე. შუაში გავაკეთოთ ღრმული, ჩავუშვათ კვერცხი და წრიული მოძრაობით შევურიოთ ერთმანეთს. მოვზილოთ 3-5 წუთის განმავლობაში, რომ შეიკრას და ვასვენებთ 15 წუთით.

ტარხუნას ვაცხლით ფოთლებს და ვყრით საჭრელში, ვასხამთ ზეთს, გახეხილ ყველს, ვამატებთ ნიგოზს, მარილს და პილპილს გემოვნებით რამდენიმე წვეთს ლიმონის წვენს. შემდეგ, კარგად ვაბლენდერებთ, რომ შეიკრას ერთიანი მასა.

დასვენებულ პასტის ცომი კიდევ ერთხელ უნდ გადავზილოთ, გავაბრტყელოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებზე სიგრძეზე, ტალიატელეს ზომის ფორმებად. ამასობაში ვადუღებთ წყალს პასტისთვის. ახალ მომზადებულ პასტას 3 წუთზე მეტი ხარშვა არ სჭირდება. როდესაც წყალი ადუღდება და პასტას ჩავყრით, საშუალო ცეცხლზე ვადგამთ ტაფას და პესტოს ოდნავ შევათბობთ, მოხარშულ პასტას გადავიტანთ ტაფაში და მოვურევთ სანამ სოუსი კარგად არ შეერევა.

სულ ბოლოს, ზემოდან დავალაგოთ შებოლილი ალუბალი.

სერვირება
გემრიელად მიირთვით


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: პესტო, რეცეპტები, Pesto, ალუბალი, cookery, receptebi, alubali, პასტა, რეცეპტი, Cook, makaroni, pasta, mzareuli, kulinariya, recepti, ტარხუნა, kulinaria, მზარეული, culinary, tarxuna, tarkhuna, მაკარონი, კულინარია ნანახია: 1520 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]