Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თევზი ავოკადოს სოუსით
2013-02-28, 5:25 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
300 გ ორაგული,
100 გ სტაფილო,
1 თავი ხახვი,
2 დაფნის ფოთოლი,
1 ავოკადო,
1 ლიმონი,
125 მლ იოგურტი,
10 მარცვალი ბაჰარი,
მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
სტაფილო გავასუფთავოთ და დავჭრათ, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. ქვაბში ჩავასხათ დაახლოებით 2 ლ წყალი, ჩავყაროთ ბაჰარი, დაფნის ფოთოლი, მარილი, სტაფილო, ხახვი და ვადუღოთ 5 წუთი. თევზს მოვაშოროთ წვრილი ფხები, მოვათავსოთ ნახარშში და ვხარშოთ 5-7 წუთი. ავოკადო გავთალოთ, ამოვაცალოთ კურკა, დავჭრათ და ბლენდერში გავთქვიფოთ იოგურტთან, ლიმონის წვენთან, ცედრასა და ცოტა მარილთან ერთად. მოხარშულ თევზს გავაცალოთ კანი, მოვათავსოთ თეფშზე და მოვასხათ ავოკადოს სოუსი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, gurmani, mzareuli, recepti, kulinaria, რეცეპტები, receptebi, გურმანი ნანახია: 2263 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]