Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბულგარული წიწაკა ფარშით / bulgaruli tscitscaka farshit - kulinaria, receptebi
2013-03-22, 7:25 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
8-10 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა,
200 გრამი რბილი ხორცი (ცხვრის, ღორის ან ხბოს ხორცი),
1 საშუალო ზომის სტაფილო,
2 მწიფე პომიდორი,
3 კბილი ნიორი,
მწვანილი – ქინძი, კამა, ოხრახუში,
4 სუფრის კოვზი ბრინჯი,
200 გრამი მშრალი წითელი ღვინო,
100 გრამი მცენარეული ზეთი,
2 საშუალო ზომის კარტოფილი (სოუსის გასასქელებლად),
მარილი, დაფქული შავი წიწაკა, ძირა (სურვილისამებრ).

მომზადების წესი:
პირველ რიგში, მოვხარშოთ ბრინჯი. ამისათვის ავიღოთ დიდი რაოდენობის წყალი, მაგ: 2 ლიტრი +2 სუფრის კოვზი მარილი, ავადუღოთ, ჩავყაროთ ბრინჯი და ვხარშოთ მომზადებამდე (მთავარია არ ჩაიხარშოს).
ხორცი დავჭრათ (ძალიან წვრილად არა), და შევწვათ 100 გრამ მცენარეულ ზეთში. კარგად შემწვარ ხორცს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი (2 საშუალო ზომის თავი) და ვშუშოთ, სანამ ხახვი არ ნახევრად მოიხარშება. ამას დავამატოთ მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და ჩავშუშოთ ერთად, სტაფილო უნდა დარბილდეს.
პომიდორი გავასუფთავოთ, კანი მოვაშოროღ და დავჭრათ, დაჭრილი პომიდორი დავამატოთ ჩაშუშილ ხორცს. როგრორც კი პომიდორი წვენს გამოუშვებს, ჩავასხათ 200 გრამი ღვინო. ტაფას დავახუღოთ სახურავი და ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში.
ბრინჯი, მოხარშვის შემდეგ, დავყაროთ საცერზე, რომ დაიწუროს. მწვანილი – ქინძი, კამა, ოხრახუში და ნიორი დავჭრათ წვრილად.
როგორც კი ხორცი მომზადდება (15 წუთის შემდეგ), დავამატოთ მარილი, წიწაკა, ძირა. მომზადებული ხორცი, ხახვი და სტაფილო სოუსის გარეშე გადმოვიღოთ სხვა ჯამში და დავაყაროთ მოხარშული ბრინჯი და მწვანილი. კარგად ავურიოთ.
ბულგარულ წიწაკებს გამოვაცაოთ შიგთავსი და ჩავუტენოთ ხორცის სართი. მომზადებული ბულგარული წიწაკები ჩავალაგოთ იმ ტაფაში, რომელშიც ხორცი მოვამზადეთ (იქ ხორცის სოუსი იქნება დარჩენილი. ბულგარულ წიწაკას ზემოდან დავასხათ ადუღებილი წყალი, ისე, რომ დაფაროს წიწაკები, დავაყაროთ მარილი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ.
10-15 წუთის შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ წვრილ სახეხზე გახეხილი კარტოფილი, ასევე, დავამატოთ წიწაკა და კიდევ ვხარშოთ 10-15 წუთი.
გამოდის უგემრიელესი კერძი განუმეორებელი გემოთი.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, საჭმელების მომზადება, გურმანი, sachmelebis momzadeba ნანახია: 2641 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]