Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფარშირებული ყაბაყი

შემადგენლობა:
4-5 ყაბაყი;
ქათმის მკერდის ფილე;
200 გრამი ლორი;
2 თავი ხახვი;
4-5 მჟავე კიტრი;
1 ქილა შამპინიონების მარინადი;
1 კონა ქინძი;
250 გრამი არაჟანი;
250-300 გრამი ყველი.

მომზადების წესი:
ხახვი დავჭრათ რგოლებად და მოვშუშოთ, დავუმატოთ დაჭრილი ლორი. ქათმის ფილე დავჭრათ გრძელ, თხელ ნაჭრებად და ისიც დავდოთ ხახვიან ტაფაზე შესაწვავად. ფილე ორივე მხრიდან რომ კარგად შეიბრაწება, დავამატოთ სოკო, შემდეგ მრგვლად დაჭრილი კიტრი, არაჟანი, ქინძი, მარილი, წიწაკა. კარგად მოვურიოთ.

ყაბაყი გავრეცხოთ და მოვაცალოთ ზედმეტი ნაწილები, ზედაპირზე კანი ავაჭრათ და რბილობი ამოვიღოთ. მომზადებულ ყაბაყს წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ მარილი. ჩავტენოთ სართი ყაბაყში და ზემოდან დავფაროთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველით. გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 30-35 წუთის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-03-22, 7:03 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: receptebi, kulinaria, რეცეპტები, mzareuli, gurmani, კულინარია, მზარეული, sachmelebis momzadeba, გურმანი, საჭმელების მომზადება
ნანახია: 1601 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]