Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხინკალი კახურად / khinkali kakhurad - xinkali kaxurad (kulinaria, receptebi)

შემადგენლობა:
ღორის ან ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი
ფქვილი – 1 კილოგრამი
ხახვი – 4-5 თავი
მწვანილი – 3-4 ძირი
კვერცხი – 2 ცალი
მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადების წესი:
თეთრი პურის ფქვილით, კვერცხითა და ცივი მარილწყლით მოვზილოთ ჩვეულებრივი მაგარი ცომი. მოვამზადოთ გულსართი შემდეგნაირად: მსუქანი ცხვრის და ღორის ხორცის რბილი ნაჭრები ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად. შევაზავოთ დაკეპილი ოხრახუშით, ქინძით, შავი პილპილით, მარილით; დავზილოთ და გავაზავოთ წყლით. როდესაც გულსართი მზად იქნება, ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ თანაბარი ზომის რგოლები, შუა ადგილზე დავაწყოთ თითო კოვზი გულსართი, მოვუკრათ პირი ისე, როგორც ზევით არის აღწერილი და ჩავუშვათ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. დუღილის დროს ქვაბი ვატრიალოთ, რომ ძირზე არ მიიკრას. როცა მზად იქნება ხინკალი ამოვალაგოთ ქაფქირით და სუფრაზე მივიტანოთ დანაყილ პილპილთან ერთად.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-03-29, 1:08 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, საჭმელების მომზადება, გურმანი, sachmelebis momzadeba
ნანახია: 2058 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]