Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტარხუნის ღვეზელი / tarkhunis gvezeli (kulinaria, receptebi)

შემადგენლობა:
მაწონი – 1,5 ჩაის ჭიქა,
კვერცხი – 3 ცალი (1 ზემოდან წასასმელად),
კარაქი – 100 გრამი,
სოდა – 1 ჩაის კოვზი,
არაჟანი – 1 სუფრის კოვზი.

მასალა გულსართისათვის:
ტარხუნა – 3 მოზრდილი კონა,
მწვანე ხახვი – 2 კონა,
კარაქი – 50 გრამი, კ
ვერცხი – 2–3 ცალი,
მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
მაწონით, კვერცხითა და კარაქით მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ფქვილში შერეული სოდა, გადავკეცოთ რამდენიმეჯერ. ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ. ცომი დავდგათ ჯერ სითბოში (დაახლოებით 1 საათი), შემდეგ კი შევდგათ მაცივარში (არანაკლებ 2 საათისა). ცომი გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ გულსართი, გავასწოროთ, კარგად გავაბტყელოთ ცომის მეორე ნაწილი, გადავაფაროთ, ნაპირები კარგად მოვუკრათ, ზემოდან წავუსვათ არაჟანში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად (დაბალ ცეცხლზე).

გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ტარხუნა და მწვანე ხახვი გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ (ტარხუნას კლერტები უნდა გავაცალოთ), ჩავყაროთ ქვაბში და კარაქთან ერთად კარგად მოვშუშოთ. კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, დავჭრათ წვრილად და შევურიოთ მოშუშულ ტარხუნას და ხახვს. შევაზავოთ მარილითა და შავი პილპილით.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-03-29, 1:01 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, საჭმელების მომზადება, გურმანი, sachmelebis momzadeba
ნანახია: 2117 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]