Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხორცის ტოლმა / xorcis tolma - khorcis tolma (მზარეული, კულინარია, რეცეპტები)
2013-03-29, 2:53 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
რბილი ხორცი – 1 კილოგრამი
ბრინჯი – 0,5 ჩაის ჭიქა
ხახვი – 3-4 თავი
კვერცხი – 2 ცალი
კომბოსტო – 1 კილოგრამი
პამიდორი – 1 კილოგრამი
მწვანილი, პილპილი, მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:
ხორცის რბილი ნაჭერი ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ მარილი პილპილი, უმი ბრინჯი, წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი, გათქვეფილი კვერცხი და ერთად კარგად ავზილოთ.

კომბოსტოს თავი სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ, მოვაჭრათ მაგარი ნაწილები, ჩავდოთ ადუღებულ წყალში და 3-5 წუთის განმავლობაში გავთუთქოთ. შემდეგ თითოეულ კომბოსტოს ფოთოლში შევახვიოთ გამზადებული ხორცის გუფთები, ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ ძვლებისაგან მიღებული ბულიონი ან ცოტა წყალი, დავამატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული პამიდორი (ან ერთი ჭიქა ტომატი) და დავდგათ მოსახარშად. როცა მზად იქნება, ლანგარზე ამოვალაგოთ და ზედ თავისი ნახარში წვენი დავასხათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, gurmani, kulinaria, რეცეპტები, receptebi, საჭმელების მომზადება, გურმანი, sachmelebis momzadeba ნანახია: 2051 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]