Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საქონლის რულეტი 7 სახეობის მწვანილით / saqonlis ruleti 7 sakheobis mtsvanilit
2019-10-20, 0:24 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
15 გრ. ტარხუნა
15 გრ. პიტნა
15 გრ. ბაზილიკი
15 გრ. რეჰანი
15 გრ. ოხრახუში
15 გრ. კამა
15 გრ. ქინძი
5 გრ. როზმარინი
15 გრ. წითელი ხახვი
20 გრ. ჭარხლის პიურე
25 გრ. კარაქი
15 გრ. ტრუფელის ზეთი
2 კბილი ნიორი
250 გრ. საქონლის სუკი
150 გრ. კარტოფილი

მომზადების წესი:
საქონლის სუკი დავჭრათ სიგრძეზე და გავაბრტყელოთ ხორცის საბეგვით.
ყველა სახეობის მწვანილი შევურიოთ ერთმანეთში, დავჭრათ და მოვაყაროთ ხორცს. გავახვიოთ რულეტი და შევკრათ კანაფის თოკით.
შეხვეული რულეტი შევწვათ ტაფაზე კარაქთან და ზეთთან ერთად 15-20 წუთის განმავლობაში. დავამატოთ როზმარინი და ნიორი. შეწვის პროცესში ხორცს კოვზით მოვასხათ თავისივე ზეთი.
კარტოფილის პიურეს შევურიოთ წითელი ხახვი, ზემოდან დავაწყოთ დაჭრილ რულეტს, დავასხათ ტრიუფელის ზეთი, მოვაყაროთ მწვანილი და გავაფორმოთ ჭარხლის პიურეთი.
გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: dzrokhis khorci, mcvanili, მზარეული, რულეტი, receptebi, მწვანილი, cookery, რეცეპტები, saqonlis khorci, ruleti, dzroxis xorci, recepti, khorci, კულინარია, ძროხის ხორცი, mtsvanili, kulinaria, რეცეპტი, cooking, mwvanili, ხორცის რულეტი, Cook, saqonlis xorci, საქონლის ხორცი, xorci ნანახია: 1637 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]