Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი კურდღლის ხორცი ღვინის სოუსში / ugemrielesi kurdghlis khorci ghvinis sousshi
2025-01-09, 2:30 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხახვი - 1 დიდი თავი, დაჭრილი
სტაფილო - 4 ცალი დიდი, დაჭრილი
ნიახური - 0.25 ბოლქვი, დაჭრილი
პრასი - 2 ღერი, დაჭრილი
კურდღლის ხორცი - 2 კგ, 6 ნაჭრად დაჭრილი
ღვიის კენკრა - 6 ცალი
ოხრახუში - 2 ძირი, დაჭრილი
ზეთი - 4.5 სკ
ტომატპასტა - 2 სკ
ფქვილი - 1 სკ
წითელი მშრალი ღვინო - 750 მლ
დაფნის ფოთოლი - 3 ცალი
წვრილი კარტოფილი - 800 გ
სტაფილო - 500 გ
შაქარი - 50 გ
ერბო - 15 გ
მარილი და პილპილი
არომატული ორცხობილა ან ჩვეულებრივი საფანელი - 50 გ, დაფქული

მომზადების წესი:
3-4 ს.კ. ზეთი გავაცხელოთ ტაფაში, ჩავაწყოთ და ყველა მხრიდან შევბრაწოთ კურდღლის ხორცის ნაჭრები, შემდეგ ამოვიღოთ. ტაფაში მოვათავსოთ დაჭრილი ბოსტნეული და მოვშუშოთ, დავუმატოთ ტომატპასტა და სულ ცოტა ფქვილი, დავასხათ ღვინო და 250 მლ წყალი. დავუმატოთ დაჭრილი ოხრახუში, ღვია და დაფნის ფოთლები. შიგ ჩავაწყოთ დაჭრილი ხორცის ნაჭრები და თავდახურული დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 1 საათის განმავლობაში. ამასობაში მდუღარე წყალში ჩავყაროთ კარტოფილი და 20 წუთი ვადუღოთ, შემდეგ კანი გავაცალოთ. ტაფაზე დავყაროთ შა-ქარი, კარამელიზაციას რომ დაიწყებს, დავასხათ 150 მლ მდუღარე წყალი და ავურიოთ, დავუმა-ტოთ 1 ს.კ. ზეთი და როცა ადუღდება, დავუმატოთ წვრილი სტაფილო და 8 წუთი დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. დავაყაროთ მარილი და პილპილი. ხორცი ამოვიღოთ ბულიონიდან, გადავწუროთ, ბუ-ლიონი წამოვადუღოთ ორცხობილას ან საფანელთან ერთად. კურდღელი დავდოთ ლანგარზე, შემოვუწყოთ სტაფილო და კარტოფილი და მოვასხათ წვენი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: რეცეპტები, კულინარია, khorci, კურდღლის ხორცი, kurdgheli, receptebi, ხორცი, კურდღელი, recepti, kulinaria, რეცეპტი, rogor movamzado, xorci, როგორ მოვამზადო, kurdghlis khorci ნანახია: 41 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]