Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხაჭოს არომატული შიგთავსი და ფხვიერი ცომის კომბინაცია დაუვიწყარ გემოს ქმნის. ნამცხვარი, რომელიც ჩემი ოჯახის ყველა წევრს უყვარს
2022-06-29, 11:33 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:

ცომი:
ფქვილი 220 გრ
კარაქი 120 გრ
შაქრის ფხვნილი 70 გრ
არაჟანი 2 ს. კ.
1 ცალი კვერცხის გული
კაკაო 2 ს. კ.
გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.

შიგთავსი:
ხაჭო 1 კგ
შაქარი 100 გრ
ნაღები 400 გრ
კვერცხი 5 ცალი
სახამებელი 30 გრ
ქოქოსის ფანტელები 60 გრ

მომზადების წესი:
ფქვილს შეურიეთ შაქრის ფხვნილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, დარბილებული კარაქი. მიიღებთ ფხვიერ ცომს.
კვერცხის გული ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი, შეურიეთ ფქვილიან ნარევს და მოზილეთ ცომი. მომზადებული ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად, შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ერთი საათით შედეთ საყინულეში.
ამზადებთ შიგთავსს: ხაჭოს დაამატეთ ნაღები და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
კვერცხს დაამატეთ სახამებელი და დააბლენდერეთ. შემდეგ კოვზით შეურიეთ ქოქოსის ფანტელი.
ხაჭოსა და ქოქოსის მასები გააერთიანეთ და არომატული შიგთავსიც მზად არის.
საცხობ ფორმაზე დააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი.
ცომის ერთი ნაწილი გამოიღეთ მაცივრიდან, გახეხეთ მსხვილ სახეხზე და საცხობ ფორმაზე თანაბრად გაანაწილეთ. გახეხილ ცომზე გაანაწილეთ ხაჭოს შიგთავსი და ზემოდან დაახეხეთ ცომის მეორე ნაწილი.
ღუმელი გააცხელეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 1 საათი.
დესერტი გააგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. უმჯობესია, ტორტის მოსახსნელ ფორმას თუ გამოიყენებთ.
ულამაზესი და უგემრიელესი დესერტი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!

რეცეპტის ავტორი – ბაჩა სამხარაძე


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: naghebi, რეცეპტები, ხაჩო, recipes, mzareuli, ნაღები, გემრიელი, namckhvari, კვერცხი, receptebi, კულინარია, რეცეპტი, cooker, recepti, qoqosi, xacho, მზარეული, namcxvari, khacho, cooking, Cook, ქოქოსი, kverckhi, ნამცხვარი, kulinaria ნანახია: 668 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]