Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საოცრად გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ქოქოსის ნამცხვარი / saocrad gemrieli da martivad mosamzadebeli qoqosis namckhvari
2017-11-10, 0:16 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბისკვიტი:
კვერცხი 1
მაწონი ან კეფირი - 1 ჭიქა
შაქარი - 3/4 ჭიქა (ან ცოტა მეტი)
ფქვილი - 1,5 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
გულსართისთვის:
ქოქოსის ფანტელი - 100 გ
შაქარი - 3/4 ჭიქა
ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
ნაღები 20% - მოსასხმელად

მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. დაუმატეთ კეფირი ან მაწონი. ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და შეურიეთ კვერცხის მასას.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი.
მშრალ ჯამში აურიეთ შაქარი, ქოქოსის ფანტელი და ვანილის შაქარი. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ ცომის მთელ ზედაპირზე.
შედგით 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 25-30 წუთი. ყურადღება მიაქციეთ, ზედმეტად არ დაიწვას ქოქოსის ფანტელი. ამიტომაც ცხობიდან 10 წუთის შემდეგ გადააფარეთ ტყვიის ქაღალდი.
მზა ნამცხვარს, ცხელ-ცხელს თანაბრად მოასხით 1 ჭიქა 20 %-იანი ნაღები.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, რეცეპტები, kulinaria, recepti, namcxvari, ქოქოსი, ნამცხვარი, receptebi, qoqosi ნანახია: 1525 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]