Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბარდისა და სატაცურის წვნიანი კვერცხით / bardisa da satacuris tsvniani kverckhit
2020-04-28, 7:11 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
120 გრ. მწვანე ხმელი ბარდა
150 გრ. სატაცური
5 გრ. მწვანე ხახვი
5 გრ. ახალი ნიორი
10 გრ. ოხრახუში
1 მწიკვი მარილი
1 მწიკვი პილპილი
2 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი

მომზადების წესი:
ბარდა გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი რომ დაიფაროს და ხარშეთ 25 წუთი. პერიოდულად შეამოწმეთ წყლის დონე რომ არ დაშრეს, საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ წყალი. სატაცურს მოაჭერით უხეში ძირები, დაჭერით საშუალო ნაჭრებად, კვირტები მოიტოვეთ სერვირებისთვის. მოხარშულ ბარდას ქვაბშივე დაუმატეთ დაჭრილი სატაცური და ნიორი, ხარშეთ კიდევ 5 წუთი, ჩაყარეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით. წვნიანი შეგიძლიათ გააზავოთ ქათმის ბულიონით ან წყლით. მიღებული მასა დააბლენდერეთ და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.
სატაცურის კვირტები შეწვით ზეითუნის ზეთში 2-3 წუთი. ცალკე ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაასხით 1 ს.კ ძმარი და ½ ჩ.კ მარილი, ჩატეხეთ კვერცხი და ხარშეთ ნაჭუჭის გარეშე 3-დან 7 წუთამდე, ხარშვის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თხევად კვერცხის გულს ანიჭებთ უპირატესობას. ფრთხილად ამოიღეთ და შეაშრეთ სამზარეულოს ხელსახოცზე.
ჯამში ჩაასხით წვნიანი, ცენტრში ჩადეთ მოხარშული კვერცხი, შემწვარი სატაცური, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და მწვანე ხახვი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ოხრახუში, receptebi, kverckhi, wvniani, მზარეული, cvniani, კულინარია, კვერცხი, ბარდა, okhrakhushi, რეცეპტი, tsvniani, წვნიანი, oxraxushi, satacuri, kulinaria, barda, რეცეპტები, kvercxi, recepti, mzareuli, სატაცური ნანახია: 1280 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]