მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქათმის სალათა შემწვარი წიწაკითა და მოხარშული კვერცხით / qatmis salata shemtsvari da mokharshuli kverckhit
2025-01-10, 2:38 PM |
შემადგენლობა:
ქათმის ფილე, მოხარშული - 100 გ
წითელი ბულგრული წიწაკა - 1 ცალი
ნიორი - 2 კბილი
კვერცხი მოხარშული - 1 ცალი
საშუალო ზომის პასტა - 100 გ
კიტრი - 1 ცალი
კამა - 5 ღერი
მაიონეზი - 3 სკ
ზეთი - 2 ჩკ
მარილი
პილპილი
ლაიმის წვენი
მომზადების წესი:
ქათმის ხორცი ჩანგლით ან ხელით დავჩეჩოთ. წიწაკა დავჭრათ თხელ ზოლებად, კამა და მოხარშული კვერცხი კი წვრილად, ნიორი დავნაყოთ. კიტრი შუაზე გავჭრათ, ამოვუღოთ გული და თხლად დავჭრათ. პასტა მოვხარშოთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და რამდენიმე წუთით მოვშუშოთ წიწაკა. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ, დავუმატოთ მაიონეზი, მარილი, პილპილი და მოვაწუროთ ლაიმის წვენი. ბოლოს სალათას კარგად ამოვურიოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |