Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მოცვის თავდაყირა კექსი / mocvis tavdakira keqsi
გუშინ, 5:07 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 კვერცხი
180 გ გაწურული მაწონი
100 გ შაქარი
1 ლიმონის ცედრა
180 გ კარაქი
200 გ ფქვილი
1 ჩ/კ საცხობი პუდრი
½ ჩ/კ სოდა
მწიკვი მარილი
500 გ მოცვი
50 გ შაქარი
1 ლიმონის ცედრა
1 ჩ/კ ლიმონის წვენი
1 ჩ/კ სიმინდის სახამებელი
24-26 სმ დიამეტრის ყალიბი.

მომზადების წესი:
გავაცხელოთ ღუმელი 180°ზე.
გავადნოთ კარაქი და გავაგრილოთ.
შაქარი და ლიმონის ცედრა ავსრისოთ ხელით, ასე გამოიყოფა ეთერზეთები და ლიმონის არომატი უფრო ინტენსიური ხდება.
ხელის სათქვეფით ავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი, დავუმატოთ მაწონი, მაწონი, შემდეგ დავაცრათ მშრალი ინგრედიენტები და კარგად ავურიოთ.ყალიბის ძირზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი. მოცვს შევურიოთ ცედრა, შაქარი, წვენი და სახამებელი. გადავანაწილოთ ყალიბში, ზემოდან დავასხათ ცომი და შევდგათ ღუმელში 50-55 წუთით ან ვიდრე ოქროსფრად არ შეიფერება. ხის წკირიც მშრალი უნდა ამოვიდეს ნამცხვრიდან.
გააგრილეთ და მხოლოდ შემდეგ ამოიღეთ ყალიბიდან - დაადეთ ლანგარი ან თეფში, ამოატრიალეთ და ააცალეთ ჯერ ყალიბი და შემდეგ ქაღალდი, მორთეთ ლიმონის ცედრით და მოასხით დამატებით ლიმონის წვენი. მეორე და მესამე დღეს კიდევ უფრო გემრიელი გახდება, თუ შემოგრჩათ რამდენიმე ნაჭერი, სამზარეულოს პარკში ჰერმეტულად გადაფუთეთ.მიირთვით გაწურული მაწვნის ან მსუბუქი არაჟნის თანხლებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: ტორტი, რეცეპტი, tkbileuli, ნამცხვები, namckhvari, გემრიელი, ტორტები, tortebi, ტკბილეული, gemrieli, cookery, რეცეპტები, recipes, torti, namcxvrebi, ნამცხვარი, culinary, namckhvrebi, მზარეული, nacxvari, kulinaria, keqsi, კულინარია, Recipe, receptebi ნანახია: 12 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 nikadzam0808  
0
მასალის წყარო — Planta.Ge

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]