Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის სალათა კუსკუსით და გურული აჯიკის კრემით / qatmis salata kuskusit da guruli ajikis kremit
გუშინ, 11:54 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათმის ფილეს მარინადი:
ქათმის ფილე — 140 გრამი
ბარბექიუს სოუსი — 50 გრამი
კიმჩის სოუსი — 50 გრამი
მშრალი აჯიკა — 10 გრამი
მზესუმზირის ზეთი — 100 გრამი
მარილი — 40 გრამი
წყალი — 300 გრამი

გურული აჯიკა ნიგვზით:
ნიგოზი — 50 გრამი
ქინძი — 50 გრამი
ოხრახუში — 30 გრამი
ნიორი — 1 კბილი
მზესუმზირის ზეთი — 15 გრამი
მარილი — 1 მწიკვი
ხმელი ქინძი — 5 გრამი
უცხო სუნელი — 5 გრამი
ძმარი ვაშლის — 15 გრამი
მწვანე წიწაკა — 1 ცალი
შაქარი — 5 გრამი

გურული აჯიკის კრემი:
გურული აჯიკა — 100 გრამი
რძე — 80 გრამი
ზეთი — 100 გრამი
ქათმის ბულიონი — 80 გრამი

კიმჩის საკმაზი:
კიმჩის სოუსი — 50 გრამი
მზესუმზირის ზეთი —50 გრამი
ლიმონის წვენი — 10 გრამი
შაქარი — 5 გრამი
მწვანე ზეთი ან მზესუმზირის ზეთი — 100 გრამი
ქინძი — 30 გრამი
ოხრახუში — 40 გრამი

სერვირება:
ქათმის ფილე — 140 გრამი
კუსკუსი — 140 გრამი
გურული აჯიკის კრემი — 80 გრამი
ქინძის და ნივრის ემულსია — 20 გრამი
პომიდორი ჩერი — 40 გრამი
ოხრახუშის ფოთლები, კამის ფოთლები
მწვანე ზეთი — 20 გრამი

მომზადების წესი:
ქათმის ფილეს მარინადის მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი ავურიოთ და გავხსნათ ერთმანეთში, ჩავაწყოთ ქათმის ფილე მარინადში. დავაყოვნოთ 2-3 საათი.

კიმჩის საკმაზის მომზადების წესი: ვაბლენდერებთ ხელის ბლენდერით და მზესუმზირას ზეთით ვაკეთებთ ემულსიას.

მწვანე ზეთის მომზადების წესი: ვაბლენდერებთ 7-8 წუთის განმავლობაში და ორმაგი დაწურვის შემდეგ ვაყოვნებთ ყინულის აბაზანაზე.
გურული აჯიკის ინგრენდიენტები გავატაროთ მანქანაში და ხელის დახმარებით კარგად შევკმაზოთ.
გურული აჯიკის კრემის მომზადების წესი: ვაბლენდერებთ ყველაფერს და ბოლოს ვუმატებთ ზეთს. ისევ ვაბლენდერებთ 10-15 წამის განმავლობაში.

კუსკუსის გარნირის მომზადება:
ადუღებულ წყალში გავხსნით 10 გ. კურკუმას და დავუმატებთ კუსკუსს, იმავე სითხის რაოდენობას, რამდენი კუსკუსი გვაქვს და დავაყოვნებთ მანამ, სანამ ბოლომდე არ შეიწოვს სითხეს. როდესაც მივიღებთ სასურველ შედეგს, დავუმატებთ წვრილად დაჭრილ ოხრახუშს, პიტნას და კიმჩის საკმაზს.

დამარინადებულ ქათამს ამოვიღებთ სითხიდან და გავამშრალებთ, მოვბრაწავთ ორივე მხრიდან 2-2 წუთით და გამოვაცხობთ ღუმელში 180 გრადუსზე 7-8 წუთის განმავლობაში, რომ ქათამი შიგნიდან დარჩეს ტენიანი. დავჭრით თხელ ნაჭრებად და ზემოდან მოვასხამთ კიმჩის საკმაზს.

სერვირება
თეფშზე გადმოვიტანთ კუსკუსის გარნირს და გავშლით თეფშის შუაგულში, ზემოდან მოვაწყობთ ერთი მიმართულებით ქათმის ნაჭრებს, ჩერი პომიდვრის ნაჭრებს, მწვანე ემულსიას, ოხრახუშის და კამის ფოთლებს და გარშემო მოვასხამთ გურული აჯიკის კრემს, მწვანე ზეთთან ერთად.

რეცეპტი GastroGuide.Borjomi.Com-სგან

გადმოწერა ()



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: culinary, cookery, receptebi, ქათმის სალათა, kulinaria, გურული აჯიკა, სალათი, recipes, კუსკუსი, სალთა, რეცეპტები, კულინარია, მზარეული, Recipe, რეცეპტი ნანახია: 20 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]