Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კარტოფილის ბურთულები არაჟნის სოუსით / kartofilis burtulebi arajhnis sousit
2017-07-10, 10:02 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
6 კარტოფილი
200 გრ. გაუდა
7 კვერცხი
1 ჩაის კოვზი მარილი
200 გრ. ფქვილი
300 გრ. საფანელი
100 გრ. არაჟანი
1 სუფრის კოვზი მდოგვი
2 ჩაის კოვზი ბაზილიკი
1 ჩაის კოვზი თაფლი
1 ლიმონი
1 კბილი ნიორი

მომზადების წესი:
კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით კუბიკებად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი, ისე რომ დაიფაროს და დაადგით მაღალ ცეცხლზე . ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ შეამოწმეთ, თუ ჩანგალი თავისუფლად ჩადის, ე.ი მოხარშულია.
გადაწურეთ, შემდეგ კარგად ამოჭყლიტეთ. კარგად რომ გაგრილდება, დაუმატეთ 3 კვერცხი, გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ყველი, ფქვილი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა დაყავით თანაბარი ზომის პორციებად, ამოავლეთ ჯერ ფქვილში, დაამრგვალეთ, შემდეგ კვერცხში, ბოლოს კი საფანელში.
ღმა ქვაბში ან ტაფაში ჩაასხით 2 სმ.-მდე ზეთი და გააცხელეთ (თუ გაქვთ სახლში სპეციალური თერმომეტრი 180 გრადუსამდე), შემდეგ ჩაყარეთ კარტოფილის ბურთები და შეწვით ოქროსფერი ფერის მიღებამდე.
სოუსი: არაჟანს დაუმატეთ მდოგვი, თაფლი, ბაზილიკი და გახეხილი ნიორი, ბოლოს ლიმნის წვენი და მარილი გემოვნებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Кулинария culinary, მზარეული, კულინარია, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, recipes, receptebi, cookery, Cook ნანახია: 1344 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]