Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღორის სუკი კომშითა და ნუშით / suki komshita da nushit
2017-07-10, 10:50 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
700 გრ. ღორის სუკი
400 გრ. კომში
100 გრ. თეთრი ქიშმიში
100 გრ. ნუში
200 გრ. თაფლი
120 გრ. შაქარი
60 გრ. კოჭი
120 გრ. ლიმონი
200 მლ. ზეთი
100 გრ. კარაქი
100 გრ. ხახვი
30 გრ. ნიორი
30 გრ. მდოგვი
2 დარიჩინის ჩხირი
30 გრ. მშრალი მიხაკი
600 მლ. თეთრი ღვინო
2 მწიკვი მარილი
2 მწიკვი წითელი წიწაკა

მომზადების წესი:
დაჭერით ალყა-ალყა ხახვი, ნიორი წვრილად, ლიმონი, ზეთი, დაღერღილი წითელი წიწაკა, მდოგვი, კოჭა, დარიჩინის ჩხირი, მარილი, შაქარი ან თაფლი ერთ ჭურჭელში მოათავსეთ.
დაასხით ღვინო და ჩადეთ გასუფათვებული ღორის სუკი, მინიმუმ 4 საათით ან მთელი ღამით.
კომში დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოაცილეთ გული, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი, ლიმონის წვენი, რამდენიმე ცალი მიკახი, ცოტა შაქარი და მარილი. წამოადუღეთ და ნელ ცეცხლზე ნახევრად მოხარშეთ. შემდეგ კარაქში, შაქარსა და თაფლში მოშუშეთ. ჩაამატეთ თეთრი ქიშმიში, კანგაცლილი ნუში, მიხაკი და შეწითლებამდე დააცადეთ. გადმოდგით ცეცხლიდან.
სუკი ამოიღეთ მარინადიდან, შეამშრალეთ და მობრაწეთ გახურებულ ტაფაზე ყველა მხრიდან (ან გრილზე) და შედეთ ღუმელში 200 გრადუსზე 10 წუთით.

დაჭერით სასურველ ზომებად, გადაიტანეთ თეფშზე კომშთან ერთად. სერვირება შეიძლება როგორც ერთ დიდ თეფშზე, ასევე პორციებად გარნირთან ერთად.

რეცეპტის ავტორი — ირკა ქელეხსაშვილი


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Кулинария culinary, მზარეული, კულინარია, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, recipes, receptebi, cookery, Cook ნანახია: 1254 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]