მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ტორტი "ოქროს გასაღები" არის ძალიან გემრიელი და მარტივი მოსამზადებელი / torti "oqros gasaghebi" aris dzalian gemrieli da martivi
დღეს, 3:27 PM |
მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა
კაკაო - 3 ს.კ
ფქვილი - 2 ჭიქა და სულ ცოტა მეტი
თაფლი - 2 ს.კ
სოდა - 1 ჩ.კ
შაქარი - 0.5 ჭიქა ან ოდნავ მეტი
კვერცხი - 7
დარბილებული კარაქი - 200 გ
დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა
ვანილი
მომზადების წესი:
კვერცხები და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. უნდა მიიღოთ ფუმფულა, ჰაეროვანი მასა. ცხელი წყლის ორთქლზე მოამზადეთ 3 ს.კ თაფლი, 2 ს.კ სოდა და კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო, ნიგოზი და კვლავ კარგად აურიეთ. მიიღებთ არაჟნის სისქის ცომს. გაყავით ორად და გამოაცხეთ ორი ფირფიტა ქაღალდჩაფენილ ფორმაში 180-190 გრადუსზე. (წესით სამი ფირფიტა გამოდის,მაგრამ მე ორად გავყავი).
კრემისთვის ათქვიფეთ კარაქი და ვანილი. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შესქელებული რძე და წაუსვით ორივე ან (სამივე) ფენას. კრემის შემდეგ ფენებს მოაყარეთ ნიგოზი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |