Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ერბო კვერცხი პომიდვრით - შაკშუკა / erbo kverckhi pomidvrit - shakshuka
2017-07-10, 10:08 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
4 კვერცხი
2 პომიდორი
1 ხახვი
70 გრ. წითელი ან მწვანე ბულგარული
60 გრ. ფეტა
15 გრ. ოხრახუში
1 კბილი ნიორი
60 მლ. ზეთი
წითელი წიწაკა და ორეგანო გემოვნებით

მომზადების წესი:
მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე ნახევარმთვარეებად (თხლად) დაჭრილი ხახვი, 5 წუთის შემდეგ დავამატოთ ასევე დაჭრილი ბულგარული და თხლად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი.
კიდევ 5 წუთის შემდეგ წვრილ კუბებად დაჭრილი პომიდორი გულებიანად, დავამატოთ სუნელები შევაზავოთ მარილით.
გადავიტანოთ ისეთ ფორმაში ან ტაფაში, რომლის ღუმელში შედგმაც შეიძლება. გავაკეთოთ 4 პატარა ორმო და ჩავტეხოთ 4 კვერცხი სხვადასხვა ადგილას, მოვაყაროთ დატეხილი ფეტა და შევდგათ ღუმელში 3 წუთით ან კვერცხის მომზადების სასურველ დონემდე.

რეცეპტის ავტორი — ირკა ქელეხსაშვილი


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Кулинария culinary, მზარეული, კულინარია, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, recipes, receptebi, cookery, Cook ნანახია: 1680 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]