Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი "ორსინის" უმარტივესი რეცეპტი / aristokratebis sauzme - erbokverckhi "orsinis" recepti
2020-03-05, 10:43 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი - 3 ცალი
კარაქი - 50 გრ.
მარილი და პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 200 ° C-მდე;
გააცალკავეთ ერთმანეთისგან კვერცხის გულები და ცილა. გულები ცალ-ცალკე უნდა შეინახოთ გამოყენებამდე. შეგიძლიათ, კვერცხის ცარიელ ნაჭუჭშივე დატოვოთ;
ცილა (სამივე კვერცხის) კარგად ათქვიფეთ. უმჯობესია - მიქსერით თქვიფოთ;
ათქვეფილი ცილა თანაბარ 3 ნაწილად გაყავით;
ღუმელის ლანგარზე პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, ზედ წაუსვით კარაქი და ათქვეფილი ცილა გადაიტანეთ (შეგიძლიათ, ცილა სპეციალურ ფორმებში მოათავსოთ და ისე დააწყოთ ლანგარზე);
ათქვეფილი ცილის თითოეულ გუნდას სადილის კოვზით გაუკეთეთ ჩაღრმავება (რომელშიც მოგვიანებით კვერცხის გულას ჩადებთ);
ცილის გუნდებიანი ლანგარი შედგით ღუმელში 4-5 წუთით;
შემდეგ გამოაღეთ ღუმელი, გამოწიეთ ლანგარი და თითოეულ ცილის გუნდის ჩაღრმავებაში თითო კევრცხის გული აკურატულად ჩადეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და 3-4 წუთი ისევ აცხვეთ, სანამ გულები ცოტა არ ამოიბურცება, შიგნით კი სველი უნდა დარჩეს;
სუფრასთან მისატანად შეგიძლიათ დააწყოთ ტოსტის პურზე ან მორთოთ მწვანილით, პომიდორით ან ავოკადოს ნაჭრებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: როგორ, salt, ორსინი, egg, kulinaria, მარილი, Pepper, marili, პილპილი, karaqi, rogor, recepti, butter, orsini, pilpili, kvercxi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, mzareuli, კარაქი, კვერცხი, kverckhi, არისტროკრატი, orsin, aristokrati ნანახია: 826 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]