Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ მოვამზადოთ პომიდვრიანი კვერცხი / rogor ketdeba pomidori kverxit
2014-07-19, 4:02 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
6 პომიდორი
6 კვერცხი
კამა, ქინძი
მარილი
პილპილი
მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:
1 აიღეთ 6 მსხვილი პომიდორი, მოათავსეთ ის ღრმა თეფშზე, დაასხით ადუღებული წყალი და დატოვეთ 5 წუთი, დაელოდეთ, რომ კანი გასცილდეს პომიდორს. მოხსენით გარე კანი დანით, ამის გაკეთება ძალიან ადვილია. დარჩენილი პომიდორი აურიეთ ერთმანეთში, ხელით ან ბლენდერით.
არ დაივიწყოთ, რომ პომიდორი შეიცავს დიდი რაონებობით ვიტამენებს. პომიდორი არის მძლავრი ანტიოქსიდნტი, ის დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, შეიცავს ძლიან მცირე კალორიებს, ეს ყოველივე კი მის სასარგებლო თვისებებზე მეტყველებს.
2 გატეხეთ 6 კვერცხი, ათქვიფეთ, რომ მიიღოთ ერთნაირი მასა. თლხად დაჭერით კამა და ქინძი. გახსოვდეთ კვერცხი არის ენერგეტიკული პროდუქტი, ის შეიცავს 12 სახეობის ვიტამინს (А, D, Е, В3, В12, და ასევე ხოლინს ) ასევე მიკროელემენტებს (იოდი,ცინკი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი.) ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მახსოვრობის განვიტარებაში, აძლიერებს ტვინს, მხედველობას. კვერცხის გამოყენება შეიძლება გასახდუნებლადაც კი.
3 პომიდორისგან მიღებული მასა, გადაასხით ტაფაზე, მიიყვანეთ ადუღებამდე. დააყარეთ მარილი და პილპილი, დაამატეთ მომზადებული,დაჭრილი მწვანილი, დაასხით მცირე რაოდენობით ზეთი. დაელოდეთ 2 წუთი და მას შემდეგ დაასხით კვერცხი. აურიეთ ერთმანეთში. დაელოდეთ კვლვ 3-5 წუთი და კერძი იქნება მზად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1800 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]