Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფრანგული მოცვის ტოსტები / franguli mocvis tostebi
2014-07-19, 2:57 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
12 ნაჭერი პური
450 გრამი კრემყველი
2 ჭიქა მოცვი
12 კვერცხი
2 ჭიქა რძე
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1/3 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
1 ჭიქა შაქარი
2 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
1 ჭიქა წყალი
15 გრამი კარაქი

მომზადების წესი:
1. მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი 23×33 სმ ზომის საცხობ ფორმას. დაჭერით პურის ნაჭრები 2.5 სმ ზომის კუბებად. სასურველია გამოიყენოთ 1 დღის დაძველების პური. გაანაწილეთ კუბიკების ნახევარი ფორმის ზედაპირზე. დაჭერით კრემყველიც 2.5 სმ ზომის კუბებად გაანაწილეთ მეორე ფენად. მესამე ფენად მოაყარეთ 1 ჭიქა ახალი მოცვი და დაფარეთ დარჩენილი პურის კუბიკებით.

2. დიდი ზომის თასში გათქვიფეთ კვერცხები. შემდეგ ჩაუმატეთ რძე, ვანილის ექსტრაქტი, ნეკერჩხლის სიროფი და გათქვიფეთ. მოასხით მიღებული მასა პურის კუბიკებს. შეფუთეთ საცხობი ჭურჭელი ფოლგით და შედგით მაცივარში მთელი ღამით.

3. მეორე დღეს, გამოიღეთ მაცივრიდან და ცხობის დაწყებამდე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით. ამასობაში გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე. შედგით ჭურჭელი ფოლგიანად და აცხვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ მოხადეთ ფოლგა და აცხვეთ დამატებით 25-30 წუთით, სანამ არ შეყავისფერდება.

4. ამასობაში ჩაყარეთ ქვაბში შაქარი, სიმინდის ფქვილი და ჩაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიყვანეთ ეს მასა დუღილამდე მუდმივი მორევით. ადუღეთ 3-4 წუთით და შემდეგ ჩაუმატეთ დარჩენილი 1 ჭიქა მოცვი. დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, სანამ მოცვები არ გასკდება. ბოლოს ჩაუმატეთ 15 გრამი აკრაქი და შეურიეთ. მოასხით მომზადებული მასა გამომცხვარ ტოსტებს მთლიანად, ან უკვე ნაჭერ-ნაჭერ დაჭრილს და გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1881 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]