Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ მოვამზადოთ ბურიტო / rogor movamzadot burito
2014-07-10, 0:52 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხორცის ფარში - 0.5 კგ
მექსიკური კვერი ან ლავაში - 2 ცალი
მწვანე ხახვი - 2 ცალი
ახალი პომიდორი - 2 ცალი
წითელი ტკბილი წიწაკა - 2 ცალი
სხვადასხვა სუნელები და მარილი
ხმელი ყველი - 100/150 გრ

მომზადების წესი:
1 თუ თქვენ არ შეგიძლიათ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა, მაგრამ ძალიან გიყვართ განსხვავებული სამზარეულოები და განსაკუთრებით ცხარე კერძები, ყურადღება მიაქციეთ ბურიტოს მომზადების მეთოდს (იგი ცოტათი მოგაგონებთ თურქულ შაურმას). როგორ მოვამზადოთ ბურიტო?
პირველ რიგში, უნდა გააკეთოთ შიგთავსი - კერძის მთავარი ნაწილი. სწორედ მასზეა დამოკიდებული, რამდენად ცხარე და გემრიელი იქნება მომზადებული კერძი. ბურიტოს შიგთავსის მომზადებისას შეგიძლიათ ცოტა წაუექსპერიმენტოთ და ყოველ ჯერზე მიიღებთ ცოტათი განსხვავებულ გემოს. მთავარია - არ დაინანოთ სუნელები, ცხარე დანამატები.
2 რა თქმა უნდა, ფარშზეა დამოკიდებული მექსიკური კერძის გემო. ამიტომაც არ ღირს სიზარმაცის გამო გამზადებული ფარშის მაღაზიაში შეძენა. აიღეთ ახალი ნაჭერი (საქონლის, შეიძლება ქათმისაც, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე), გაატარეთ იგი ხორცის საკეპ მანქანაში და უხვად დაუმატეთ მწვანე ხახვი. მოაყარეთ ფარშს მარილი, დაუმატეთ შავი და წითელი დაფქვილი წიწაკა. შემდეგ ფარში გაყავით პატარა პორციებად (კვერებად). წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე დაასხით მცენარეული ან ზეითუნის ზეთი (გემოვნებით) და შებრაწეთ ფარშის გუნდები.
3 როცა ხორცის კვერებზე გაჩნდება ოქროსფერი ქერქი (მაგრამ კვერები არ უნდა იყოს ბოლომდე შებრაწული), დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ახალი პომიდორი (თუ არ გაქვთ პომიდორი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტომატ პასტა). შემდეგ კუბებად დაჭერით ტკბილი ბულგარული წიწაკა, წაიექსპერიმენტირეთ ფერთან. საჭმელი უნდა იყოს რა მარტო გემრიელი, არამედ ვიზუალურადაც მომხიბვლელი. დაუმატეთ ტაფას დაჭრილი ბულგარული წიწაკა. დაახურეთ თავსახური და დატოვეთ 10 წუთით დაბალ ცეცხლზე..
4 დიდ სახეხზე გაატარეთ გამხმარი (მაგარი) ყველი (ყველის სახეობა შეარჩიეთ გემოვნების მიხედვით), დაყარეთ დაქუცმაცებული ყველი ტაფაზე.იგი უნდა გადნეს და ზებიდან გადაეკრას მთელ შიგთავსს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანილი. არ გადააჭარბოთ მარილს, რადგან ყველი ისედაც მარილიანია.
5 აიღეთ კვერი ან ლავაში, ჩადეთ მასში შიგთავსი, გაახვიეთ კონვერტად ან ლულად. შემდეგ უკვე გამზადებული ბურიტო უნდა გაათბოთ ტაფაზე ან ღუმელში, რათა კერძი იყოს თბილი და გემრიელი. სუნელები, წიწაკის გარდა, შეგიძლიათ დაუმატოთ გემოვნების მიხედვით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ცხარე კერძებს ანიჭებთ უპირატესობას.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 2195 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]