Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოკოლადის ქაფქეიქები / shokoladis qafqeiqebi
2014-07-19, 3:07 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 1/3 ჭიქა ფქვილი
1/4 ჩაის კოვზი სოდა
2 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
3/4 ჭიქა დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
1/8 ჩაის კოვზი მარილი
45 გრამი კარაქი, დარბილებული
1 1/2 ჭიქა შაქარი
2 კვერცხი
3/4 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 ჭიქა რძე

მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე. ჩააფინეთ მაფინების ჭიქებში ქაღალდის ფორმები. საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა, საცხობი ფხვნილი, კაკაო და მარილი.

2. დიდი ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე (დაგჭირდებათ დაახლოებით 3 წუთი). ჩაუმატეთ ჯერ ერთი კვერცხი, გათქვიფეთ და შემდეგ მეორე კვერცხი და ისევ გათქვიფეთ. ჩაუმატეთ და შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი. ბოლოს, საუკეთესო შედეგის მისაღებად, მონაცვლეობით ჩაუმატეთ და თითოეულ ეტაპზე კარგად გათქვიფეთ: ფქვილის მშრალი მასის 1/3, რძის 1/2, ფქვილის 1/3, რძის დარჩენილი 1/2 და ფქვილის ბოლო 1/3 ნაწილი. მიღებული ცომით შეავსეთ მაფინების ფორმები 2/3-ით.

3. აცხვეთ 15-17 წუთის განმავლობაში. გემოვნებისამებრ გააფორმეთ და გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1987 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]