Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ მოვამზადოთ ვინეგრეტი / rogor movamzadot vinegreti
2014-07-17, 2:04 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:

კარტოფილი – 5 ცალი
ხახვი – 1 ცალი
მჟავე კიტრი – 4 ცალი
მზესუმზირის ზეთი – 4 სუფრის კოვზი
სტაფილო – 1 ცალი
ჭარხალი – 2 ცალი
ბარდა (გაროხი) – 1 ქილა
მარილი

მომზადების წესი:
1 პირველ რიგში მოიმარაგეთ საჭირო ინგრედიენტები. ამ სალათის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, ჭარხალი, მჟავე კიტრი, ბარდა (გაროხი) და მზესუმზირის ზეთი.
2 4–5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი და ერთი ცალი სტაფილო კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით გაზქურაზე 20–25 წუთით.
3 1–2 ცალი ჭარხალი კარგად გარეცხეთ და ანალოგიურად მოათავსეთ ქვაბში. ხარშეთ 60–75 წუთის განმავლობაში. იმისათვის, რომ შეამოწმოთ ჭარხალი კაგად მოიხარშა თუ არა, გამოიყენეთ ასანთის ღერი. უჩხვლიტეთ და თუ ადვილად ჩავიდა ეს ნიშნავს რომ იგი მზადაა.
4 მოხარშული ბოსტნეული გააციეთ.
5 გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად.
6 სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად.
7 ანალოგიურად გაასუფთავეთ და დაჭერით ჭარხალი.
8 საშუალო ზომის ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
9 მჟავე კიტრი დაჭერით კუბიკებად როგორც სურათზეა ნაჩვენები.
10 თქვენთვის სასურველ კონტეინერში მოათავსეთ დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ხახვი, მჟავე კიტრი და ბარდა (გაროხი).
11 დაამატეთ 3–4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და კარგად ამოურიეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 2436 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]