Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ მოვამზადოთ ალუბლის უგემრიელესი ნამცხვარი
2014-07-12, 3:18 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
800 გრ. მჟავე ალუბალი
1 ს.კ. ალუბლის ნაყენი
100 გრ. ნახევრად მწარე შოკოლადი
1 ს.კ. შოკოლადის პუდრა
100 გრ. დაფქვული თხილი
4 ც. კვერცხი
200 გრ. კარაქი
1 მწ. მარილი
180 გრ. შაქარი
100 გრ. ფქვილი
1 ს.კ. შაქრის პუდრა მოსართავად ცხიმი ფორმისათვის

მომზადების წესი:
1 გარეცხეთ ალუბალი და გამოაცალეთ კურკა. ღუმელი გააცხელეთ 200 C-მდე, ფორმას წაუსვით ცხიმი. შოკოლადი დაჭერით და გაადნეთ ორთქლზე.
2 კვერცხის ცილა და მარილი ათქვიფეთ გამაგრებამდე. კარაქი, შაქარი და შოკოლადის პუდრა ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და კვერცხის გული. ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, თხილი და ცომის საფხვიერებელი, ათქვეფილ ცილასთან ერთად დაუმატეთ კარაქიან მასას და ფრთხილად მოურიეთ.
3 ჩაასხით ცომი ფორმაში და ზემოდან ალუბალი მოაწყვეთ. აცხეთ 50 წთ. 75 C-ზე. ფორმაში გააგრილეთ, შემდეგ გადმოიღეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა. შეგიძლიათ ნამცხვარი მსხლით ან გარგარით გააკეთოთ. მორთვისთვის 150 გრ. შაქრის პუდრა გახსენით 1 ჩ.კ. ალუბლის ნაყენში, ლიმონის წვენში ან წყალში და გადაუსვით ნამცხვარს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, როგორ, rogor movamzado, rogor ნანახია: 1624 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 marikuna  
0 Spam
ooo, memgoni dzalian gemrieli namcxvari gamomiva - didi madloba - ise zemodan kakali, nigozi aqvs tu momechvena? smile receptis shemadgenlobashi araa moxseniebuli smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]