Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

არაჟნის ტორტი ხილით / arajhnis torti khilit
2014-07-18, 4:54 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
არაჟანი 500 გ
შაქარი 100 გ
ჟელატინი 2 ს.კ
მზა ბისკვიტი ან "პეჩენია" 300 გ
ხილის მიქსი (მარწყვი, ყურძენი, მოცხარი, მოცვი, ბანანი)

მომზადების წესი:
ჟელატინს დავასხათ წყალი და დავდგათ 20-30 წუთი გასაფუებლად, შემდეგ დაბალ ცეცხლზე გავადნოთ. არაჟანს დავამატოთ შაქარი და ავთქვიფოთ. ხილი დავჭრათ, თუ საჭიროა. დავჭრათ ბისკვიტიც.

ღრმა თასში ჩავაფინოთ კულინარიული ცელოფანი და ფენა ფენა ჩავალაგოთ ხილი და ბისკვიტის ნაჭრები.
გამდნარი ჟელატინი შევათქვიფოთ არაჟანს და დავასხათ ხილს. შევდოთ მაცივარში გამაგრებამდე.

რჩევა: კივი მხოლოდ გასაფორმებლად გამოვიყენოთ, რადგან ჟელატინის მოქმედებას ხელს უშლის მასში შემავალი ნივთიერებები და დესერტი ცუდად გამაგრდება. შეიძლება არც გამაგრდეს.
მის გარდა, შეგვიძლია ნებისმიერი ხილი გამოვიყენოთ სეზონის და სურვილის მიხედვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, როგორ, rogor movamzado, rogor ნანახია: 1546 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]