Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გუფთები სოკოს სოუსში / guftebi sokos sousshi
2014-07-17, 3:39 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
საქონლის ფარში - 500 გრ
კვერცხი - 1
ხახვი - 1 თავი
მოხარშული ბრინჯი - 100 გრ
მარილი და პილპილი
სოკო - 200 გრ
ნაღები 10-20% - 200 გრ
ოხრახუში
გახეხილი ყველი - 50 გრ

მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთში წვრილად დაჭრილი ხახვი, ფარში, მოხარშული ბრინჯი, კვერცხი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და გააკეთეთ პატარა ბურთულები. შეწვით ტაფაზე, ცოტაოდენ ზეთში

სანამ გუფთები იწვება, მეორე ტაფაში მოშუშეთ დაჭრილი სოკო და ხახვი. დაასხით ნაღები, დაამატეთ მარილი და პილპილი. სოუსი უკვე მზადაა.

როცა გუფთები ორივე მხრიდან შეიწვება, დაასხით სოკოს სოუსი და წამოადუღეთ. შეგიძლიათ გახეხილი ყველიც მოაყაროთ.
მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1533 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]