Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საზაფხულო ხილის სალათა / sazafkhulo khilis salata
2014-07-19, 3:00 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2/3 ჭიქა (160მლ) ფორთოხლის წვენი
1/3 ჭიქა (80მლ) ლიმონის წვენი
1/3 ჭიქა (75გ) ყავისფერი შაქარი
1/2 ჩაის კოვზი (1გ) ფორთოხლის გახეხილი კანი
1/2 ჩაის კოვზი (1გ) ლიმონის გახეხილი კანი
1 ჩაის კოვზი (5მლ) ვანილის ექსტრაქტი
2 ჭიქა (330გ) კუბიკებად დაჭრილი ანანასი(სურვილისამებრ)*
2 ჭიქა (330გ) უყუნწო და დაჭრილი მარწყვი*
3 ცალი გათლილი და დაჭრილი კივი
3 ცალი დაჭრილი ბანანი
2 ცალი გათლილი და დანაწევრებული ფორთოხალი
1 ჭიქა (160გ) ყურძნის მარცვლები*
2 ჭიქა (290გ) მოცვი

მომზადების წესი:
1. დადგით ქვაბი საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. ჩაასხით ფორთოხლის წვენი, ლიმონის წვენი; ჩაყარეთ შაქარი და ციტრუსების ცედრა. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ, სანამ არ შესქელდება, დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი და დადგით გრილ ადგილას გასაცივებლად.

2. ამასობაში დაჭერით ყველა ხილი და ფენებად ჩაალაგეთ დიდი ზომის მინის თასში შემდეგი თანმიმდევრობით: ანანასი*, მარწყვი, კივი, ბანანი, ფორთოხალი, ყურძენი*, მოცვი. მოასხით სალათას მომზადებული ხილის სოუსი და შედგით მაცივარში 3-4 საათით. გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1414 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]