Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ნამცხვარი მუსით / rogor movamzadot shokoladis namcxvari musit
2014-07-17, 2:13 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 1.5 ჭიქა (ჭიქა=250 მლ)
სოდა - 1/3 ჩ.კ.
კარაქი - 200 გრ
კაკაო - 1/4 ჭიქა
შაქარი - 1/2 ჭიქა

მუსი
კვერცხი - 2
შოკოლადი - 300 გრ
ნაღები 35% - 200 გრ

მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მოამზადეთ ფორმა (18X28 სმ) და ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
შეურიეთ ფქვილი, სოდა, შაქარი, გამდნარი კარაქი და კაკაო. კარგად აურიეთ და ჩაასხით ფორმაში. გამოაცხეთ დაახლოებით 20 წუთი. გამოცხობის შემდეგ ბოლომდე გააციეთ ფორმაშივე.

შოკოლადი ორთქლზე გაადნეთ. შეურიეთ კვერცხის გულები. ცალკე ცილისგან ათქვიფეთ ბეზე. და შეურიეთ შოკოლადი. ათქვიფეთ ცივი ნაღებიც და დაამატეთ მუსს. ფრთხილად შეურიეთ. მიღებული მუსი გადაანაწილეთ უკვე გამომცხვარ ბისკვიტზე და შედგით საყინულეში გასაყინად. შემდეგ დესერტი დაჭერით, მორთეთ სურვილისამებრ და მიიტანეთ სუფრასთან.
თუ გაყინვა არ გინდათ, შეგიძლიათ უბრალოდ მაცივარში გააციოთ რამდენიმე საათით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1874 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]