Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სოკოს ღვეზელი ფრანგულ სტილში / sokos gvezeli frangulad
2014-07-18, 5:07 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომი:
ფქვილი 250 გ
კარაქი ან მარგარინი 150 გ
მარილი 1 ჩ.კ
ცივი წყალი 60-80 მლ

გულსართი:
სოკო 900 გ
ხახვი 1-2 თავი
აღები 10-20% ან რძე 300-350 მლ
კვერცხი 3
მარილი და პილპილი
მუსკატის კაკალი
გახეხილი ყველი 100 გ

მომზადების წესი:
ფქვილი და მარილი შეურიეთ, დაამატეთ დაჭრილი კარაქი და ასრისეთ. მიღებულ ფხვიერ მასას დაამატეთ ძალიან ცივი წყალი და კარგად აურიეთ. ცომი გააბრტყელეთ და ჩააფინეთ 24-26 სმ დიამეტრის ფორმაში. შედგით მაცივარში 30 წუთით, შემდეგ გადაიტანეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოაცხეთ 15 წუთი.

პარალელურად, ტაფაზე მოშუშეთ სოკო და ხახვი ცოტაოდენ ცხიმში. ნაღები ან რძე და კვერცხები ხელით ათქვიფეთ, დაამატეთ მარილი, პილპილი, ცოტა მუსკატის კაკალი.

გამოიღეთ ცომი, ჩაუდეთ მოშუშული სოკო, დაასხით სოუსი და თავზე მოაყარეთ გახეხილი ყველი. შეაბრუნეთ კვლავ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი, სანამ თავი ლამაზად არ მოებრაწება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, როგორ, rogor movamzado, rogor ნანახია: 2228 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]