Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ალუბლის ჩიზქეიქი / alublis chizqeiqi - "Black Forest"
2014-07-17, 3:36 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
შოკოლადის ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 200 გრ
გამდნარი კარაქი - 80 გრ

კრემი
შავი შოკოლადი - 150 გრ
კრემ-ყველი (cream cheese) - 400 გრ
კვერცხი - 2
კაკაო - 2 ს.კ.
შაქარი - 100 გრ

სოუსი
ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 400 გრ
შაქარი - 2 ს.კ.
სახამებელი - 1 ს.კ.
ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ.

ნაღების კრემი
ნაღები 35% - 150-200 გრ
შაქრის პუდრი - 1-2 ს.კ.
ვანილი

მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით კარაქი 22 სმ ფორმას.
მოამზადეთ ნამცხვრის ძირი: დაფქვით შოკოლადის ნამცხვარი. დაამატეთ გამდნარი კარაქი. კარგად აურიეთ და დატკეპნეთ ფორმის ძირში. გამოაცხეთ 8 წუთი, რათა გამაგრდეს და უფრო ხრაშუნა გახდეს.

დატეხილი შოკოლადი გაადნეთ ორთლზე და გააგრილეთ.
ათქვიფეთ კრემ-ყველი შაქართან და კაკაოსთან ერთად. შეათქვიფეთ კვერცხები სათითაოდ. დაამატეთ გაგრილებული შოკოლადი და მიღებული კრემი გადაიტანეთ ფორმაში. შედგით ღუმელში და გამოაცხეთ დაახლოებით 45-50 წუთი, სანამ ზედაპირი არ შეშრება.
გააციეთ და შედგით მაცივარში მთელი ღამით.

მეორე დღეს მოამზადეთ ალუბლის ტოპინგი (სოუსი) ალუბალს კურკა გამოაცალეთ, გამოსული წვენი ცალკე გადაწურეთ. ამ წვენში გახსენით სახამებელი. ალუბალს დააყარეთ შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ხშირად ურიეთ. რომ წამოდუღდება, ჩაამატეთ სახამებელი. კარგად აურიეთ. სოუსი მალევე შესქელდება. გადმოდგით და დაამატეთ ლიმონის წვენი. სოუსი გააციეთ და გამოყენებამდე მაცივარში შეინახეთ.

სუფრაზე მიტანის წინ, ჩიზქეიქი ამოვიღოთ ფორმიდან. ნაპირები მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით, შუაში კი დავასხათ ალუბლის სოუსი.

ნაღების კრემისთვის კარგად გაციებულ ნაღებს დავამატოთ ვანილი და შაქრის პუდრი, ავთქვიფოთ გასქელებამდე და საკონდიტრო შპრიცით მოვრთოთ დესერტი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 2603 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]