Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პამიდვრის წვნიანი კარითა და თხის ყველით / pamidviris tscvniani karita da tkhis yvelit
2014-07-17, 3:13 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. ტომატპასტა
1 ს.კ. ფქვილი
2 ს.კ. კარის ფხვნილი
800-900 გ კანგაცლილი დაჭყლეტილი პამიდორი
400 მლ ბოსტნეულის ბულიონი
1 ცალი ლიმონი
4 ღერი ქონდარი
1-2 ს.კ. თაფლი
100 გ თხის რბილი ყველი
მარილი
წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ 1 ს.კ. ზეთი და ხახვი და ნიორი 2-3 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ. დავუმატოთ ტომატპასტა, ფქვილი და კარის ფხვნილი. 1 წუთში დავუმატოთ ბულიონი, პამიდორი და 15 წუთი ვხარშოთ. ხანდახან ამოვურიოთ, რომ არ მიიწვას. ლიმონი ცხელი წყლით გავრეცხოთ, მოვაცილოთ ცედრა და გამოვწუროთ. წვრილად დაჭრილი ქონდარი, დარჩენილი ზეითუნის ზეთი, მარილი, წიწაკა, ლიმონის ცედრა და წვენი ავურიოთ. პამიდვრის წვნიანი ბლენდერით მსუბუქად ავთქვიფოთ, გავუწყოთ მარილი და თაფლი. დავუმატოთ ყველი და ქონდრის სოუსი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1512 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]