მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მარტივი, მსუბუქი და ძალიან გემრიელი ჟოლოს კექსი / martivi, msubuqi da dzalian gemrieli jholos keqsi
2014-07-17, 2:21 PM |
შემადგენლობა:
დარბილებული კარაქი 150 გ
შაქარი 150 გ
კვერცხი 3
ფქვილი 210 გ
ვაშლი 1
ვანილი
ჟოლო 300 გ
გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ
მომზადების წესი:
დარბილებული კარაქი და შაქარი ათქვიფეთ სანამ ფუმფულა მასა არ გახდება.სათითაოდ დაამატეთ კვერცხები. შემდეგ დაამატეთ ვანილი, მწიკვი მარილი და გახეხილი ვაშლი.
ბოლოს დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
კექსის ფორმას წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ ქაღალდი. გადაიტანეთ ცომის ნაწილი, მოაყარეთ ჟოლო, კვლავ ცომის ნაწილი, ისევ ჟოლო. ზემოდან გადაუსვით დარჩენილი ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 40-45 წუთი.
გაციებულ კექსს შეგიძლიათ მოაყაროთ პუდრა ან გადაუსვათ ათქვეფილი ნაღების (ან მოხარშული) კრემი, ზემოდან კი მორთოთ ცოცხალი ჟოლოთი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |