Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ერბოკვერცხი "ორსინი" - ყველით, ლორით და მწვანე ხახვით / rogor movamzadot erobokverckhi "orsini"
2020-03-05, 10:51 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი - 4 ცალი
კარაქი - 75 გრამი;
მწვანე ხახვი - 2-3 ღერო;
ლორი - 100 გრ;
ყველი - 100 გრ. (უმჯობესია პარმეზანი);
მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 200 ° C-მდე;
გააცალკავეთ ერთმანეთისგან კვერცხის გულები და ცილა. გულები ცალ-ცალკე უნდა შეინახოთ გამოყენებამდე. შეგიძლიათ, კვერცხის ცარიელ ნაჭუჭშივე დატოვოთ;
ცილა (სამივე კვერცხის) კარგად ათქვიფეთ. უმჯობესია - მიქსერით თქვიფოთ;
ათქვეფილი ცილა 4 თანაბარ ნაწილად გაყავით;
ღუმელის ლანგარზე პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, ზედ წაუსვით კარაქი და ათქვეფილი ცილა გადაიტანეთ. (შეგიძლიათ, ცილა სპეციალურ ფორმებში მოათავსოთ და ისე დააწყოთ ლანგარზე);
ათქვეფილი ცილის თითოეულ გუნდას სადილის კოვზით გაუკეთეთ ჩაღრმავება (რომელშიც მოგვიანებით კვერცხის გულს ჩადებთ);
ცილის გუნდებს მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ლორი;
ცილის გუნდებიანი ლანგარი შედგით ღუმელში ზუსტად 5 წუთით;
შემდეგ გამოაღეთ ღუმელი, გამოწიეთ ლანგარი და თითოეული ცილის გუნდის ჩაღრმავებაში თითო კვერცხის გული აკურატულად ჩადეთ. გულებს მოაყარეთ მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი და 4-5 წუთი ისევ აცხვეთ, სანამ გულები ცოტა არ ამოიბურცება, შიგნით კი სველი უნდა დარჩეს.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: kvercxi, orsin, marili, egg, salt, rogor, mtsvane khakvi, orsini, mzareuli, კარაქი, ორსინი, lori, aristokrati, როგორ, Pepper, recepti, kverckhi, pilpili, yveli, karaqi, rogor movamzado, კვერცხი, butter, kveli, როგორ მოვამზადო ნანახია: 816 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]