Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში / rogor davamzadot kivisa da feikhoas chiri shinaur pirobebshi
2020-03-05, 1:52 AM
www.auf.ge -

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური მეთოდებით ძველთაგან ცნობილი იყო. დღეს ეს საქმიანობა კვლავ აქტუალური ხდება, ოღონდ ახალი ტექნოლოგიებით.

საქართველოში ჩირს ზაფხულის განმავლობაში ამზადებდნენ. დასავლეთ საქართველოში, იმერეთში განსაკუთრებით, ხურმის ჩირის კეთების ტრადიცია ადრინდელი წესის სრული დაცვით არის დაცული. თუმცა, გვიანი შემოდგომის ხილს ნაკლებად ამზადებდნენ ჩირის სახით, რადგან სიცივის პირობებში ნაკლებად ინტერესდებოდნენ საამისოდ. ახლა, როცა ახალი ტექნოლოგიებით ნებისმიერი სახის ჩირის დამზადება გახდა შესაძლებელი, ადამიანები კენკროვანთა თუ ციტრუსოვანთა ჩირსაც უპრობლემოდ ამზადებენ.

თუმცა, თუ სპეციალური ჩირის საშრობი აპარატი არ გვაქვს, შინაურ პირობებში, ოჯახში მოსახმარად, სადღესასწაულო დღეებში სუფრისთვის საკმაოდ ადვილად შეიძლება დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი.

ჯერ გადავარჩიოთ მოზრდილი ზომის, ხარისხიანი, გადაუმწიფებელი ნაყოფი. ასევე, ცალკე გადავარჩიოთ უფრო მწიფე, შედარებით პატარა ზომის რომელიც იქნება და გავაკეთოთ ნახარში. შემდეგ გადაწურულ ნახარშს, ერთი ერთზე დავუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. ამ სიროფში ჩავყაროთ გათლილი, თხელ ფენებად დაჭრილი კივი და ფეიჰოა და თორმეტი საათის განმავლობაში დავტოვოთ. როცა ამოვიღებთ, დავყაროთ ცხაურზე და ვაცალოთ დაწრეტა. შემდეგ დავალაგოთ ხის ან სხვა სპეციალურ ფირფიტაზე და დავდოთ ღუმელთან ახლოს. კარგ ამინდში გავიტანოთ მზეზე და დრო და დრო გადავაბრუნოთ. საღამოს ისევ ღუმელთან, სათანადოდ მოწყობილ საკიდზე, უბრალოდ სკამზე დავდოთ. მაქსიმალურ სითბოს პირობებში, ერთ კვირაში მზად იქნება. შეგიძლიათ აირღუმელიც გამოიყენოთ.

თუ გვსურს, კივის და ფეიჰოას დაჭრილი ნაყოფი, როგორც გემრიელი სასუსნავი, ისე მივირთვათ, სიროფიდან ამოღებული ნაჭრები დავალაგოთ მოზრდილ ფინჯანზე. მოვასხათ იოგურტი. ეს მათთვის, ვისაც აღნიშნული ხილის მომჟავო გემო არ სიამოვნებს.

ასევე, შეგიძლიათ გააკეთოთ კივის და ფეიჰოას ბადაგი. თუ რაოდენობრივად ბევრი გვაქვს, გავთალოთ, გამოვუღოთ წვენი, დავამატოთ შაქარი და მოვადუღოთ, როგორც ბადაგი. მოვქაფოთ, როგორც ყურძნის წვენის შემთხვევაში ვაკეთებთ და ცხლად მოვხუფოთ.

ასევე, გემრიელია კივის და ფეიჰოას ნახარში, კომპოტის მსგავსად:

გათლილ და დაჭრილ კივსა და ფეიჰოას დავასხათ წყალი ისე, რომ დაიფაროს. მოვხარშოთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გადმოვწუროთ და ერთ ლიტრზე ნახევარი კილოგრამი შაქარი დავამატოთ. ვადუღოთ ათი წუთის განმავლობაში და ცხლად მოვხუფოთ. როცა გავხსნით, შევაზავოთ წყალთან. შეგიძლიათ ასეთი სითხით მოამზადოთ ფელამუში. კივის და ფეიჰოას აღნიშნული ბადაგი, ასევე, შეგიძლიათ, მოამზადოთ, როგორც ერთმანეთში შერეულად, ისე _ ცალ-ცალკე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: rogor davamzadot, feikhoa, rogor, ფეიხოა, კულინარია, chiri, როგორ, kiwi, feixoa, როგორ მოვამზადოთ, კივი, მზარეული, kompot, კამპოტი, ხილი, rogor movamzadot, როგორ დავამზადოთ, khili, რეცეპტი, kompoti, კომპოტი, xili, ჩირი, kivi, kampoti ნანახია: 1130 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]