Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საქონლის ხორცის წვნიანი ლუდით / saqonlis khorcis tsvniani ludit
2017-09-22, 11:20 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
600 გრ. საქონლის ხორცი (რბილი, უცხიმო ნაწილი)
250 გრ. კარტოფილი
200 გრ. სტაფილო
1 ნიახურის ბოლქვი
3 ნიახურის ღერო
20 გრ. ნიახური (მწვანილი)
1 გოგრა
2,5 ლიტრი შავი ლუდი
2 თავი ხახვი
50 მლ. ზეითუნის ზეთი
1 მწიკვი წითელი წიწაკა

მომზადების წესი:
საქონლის ხორცი კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ კუბებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად დაიფაროს და წამოვადუღოთ. ქაფი მოვაშოროთ ქაფქირის მეშვეობით. ვხარშოთ იქამდე, სანამ ხორცი არ დარბილდება.
ამასობაში, წლის დონე ქვაბში დაიწევს. დაამატეთ თხელ ოვალებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო და ხახვი (მთლიანი). ნიახურის ბოლქვი კარგად გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და დაამატეთ საქონლის ხორცს. დაასხით ლუდი, ადუღეთ სანამ კარგად არ მოიხარშება ბოსტნეული. შემდეგ, აუცილებლად ამოიღეთ ნიახურის ბოლქვები.
გოგრა კარგად გარეცხეთ და გაჭერით შუაში, სიგრძეზე. გამოაცალეთ გული. ჩადეთ ქვაბში. დაასხით 4 სმ.-მდე წყალი და ადუღეთ სანამ რბილობი არ მოიხარშება. გოგრის მოხარშული რბილობი კოვზით ამოიღეთ, ისე რომ კანი არ დააზიანოთ. ამ რბილობის ნაწილი დააბლენდერეთ საქონლის ლუდიან წვენთან ერთად და დაამატეთ წვნიანს. შეაზავეთ მარილით და წიწაკით.
მზა წვნიანი ამოიღეთ გოგრის ქერქში, მორთეთ დაჭრილ ნიახური ღეროებით და ფოთლებით, მიირთვით გემრიელად!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: saqonlis khorci, ლუდი, dzrokhis khorci, tsvniani, wvniani, dzroxis xorci, cvniani, ludi, saqonlis xorci, წვნიანი ნანახია: 1046 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]