Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყარსული მწვადი საქონლისა და ღორის ხორცით / karsuli mtsvadi saqonlisa da ghoris khorcit
2017-09-14, 11:23 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
250 გრ. საქონლის ხორცი
250 გრ. ღორის ხორცი
15 გრ. ქონდარი
150 გრ. ხახვი
150 გრ. ისპანახი
10 გრ. ქინძი
15 გრ. ნიორი
50 მლ. მაწონი
4 მწვანე წიწაკა
300 გრ. ხორბლის ფქვილი
30 გრ. საფუარი
3 კვერცხი
30 გრ. პრასი
30 გრ. სიმინდის ფქვილი
200 გრ. თეთრი მშრალი ღვინო

მომზადების წესი:
გავაკეთოთ პური: ფქვილში ჩავტეხოთ 2 კვერცხი, რომელიც უშუალოდ გატეხვის წინ გაირეცხა, შემდეგ 100 მლ მინერალური წყალი და მოვზილოთ, ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ 50მლ თბილი წყალი , დავამატოთ შაქარი და დაველოდოთ 10 წუთი, რომ საფუარმა სუნთქვა დაიწყოს და ბუშტები გამოუშვას. ფქვილის და კვერცხის მასას დავამატოთ მარილი, მესამედი კოვზი საკმარისია, ასევე ჩავამატოთ საფუვრიანი წყალი და 2 სუფრის კოვზი მაწონი, 2 კბილი დასრესილი და წვრილად დაჭრილი ნიორი, 2 ღერო წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ან 2 ლებანი წვრილად დაჭრილი პრასი. კარგად მოვურიოთ, ვზილოთ 10 წუთის მანძილზე და გავაბრტყელოთ 1 სანტიმეტრის სისქეზე. ცომს გადავაფაროთ ნაჭერი, მოვათავსოთ კარგად დაფქვილულ ჭურჭელზე, თბილ გარემოში, 32 გრადუსზე და დავასვენოთ 40 წუთი. საფუარი ცოცხალი ორგანიზმია, განსაკუთრებით უყვარს შაქარი, მაგრამ ვერ უძლებს მაღალ ტემეპრატურას, ამიტომ, ძალიან ცხელ გარემოში ნუ შეინახავთ.
ღორის და საქონლის ხორცი დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად და დავბეგვოთ ძალიან თხლად. ხორცი ჩავდოთ ჭურჭელში, მოვაყაროთ ქონდარი, დაახლოებით 2 ჩაის კოვზი, მოვასხათ ღვინო და დავფაროთ მინერალური წყლით (ეს ტუტე გარემოს შექმნის, რაც ღვინის მჟავიანობას გაანეიტრალებს და ხორცის დარბილებას ხელს შეუწყობს), დავალბოთ 20 წუთით. შემდეგ ხორცი ავაცვათ შამფურებზე, რიგ-რიგობით, ღორის და ძროხის ნაჭრები, ის რომ წვნიანი ღორის ქონიანიმა ნაჭრებმა თავისი ცხიმი ძროხის ხორცსაც მოსდონ. მაწონში ჩავსრისოთ 2 კბილი ნიორი, ჩავასხათ ორი სუფრის კოვზი თაფლი და მოვაყაროთ შავი პილპილი. მარილი გემოვნებით. კარგად მოვურიოთ და გამოყენებამდე მაცივარში შევინახოთ. წარმოიდგინეთ, როგორი სასიამოვნო იქნება გრილი მაწონი ცხელ, ახალ გამომცხვარ პურთან და ახლად შემწვარ მწვადთან, მწვადის წვენი პურში რომ ჩადნება და არომატული სოუსით დაიფარება.
მაყალზე მოვათავსოთ ხორცი და მარილი არ მოვაყაროთ მანამ, სანამ ხორცის ნაჭრები გათეთრებას არ დაიწყებს, პარალელურად, წვრილად დავჭრათ ხახვი და ისპანახი და ერთმანეთში ავურიოთ. ისპანახი სალათის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი სახეობაა, მას უმად საქართველოში თითქმის არავინ ჭამს, არადა, ყველაზე გემრიელი უმ მდგომარეობაშია. ამ ყველაფერთან ერთად პურიც მოვათავსოთ ღუმელში, 250 გრადუსზე, 4-5 წუთით, სანამ არ შეოქროსფრდება. ახალგამომცხვარი პური მყარი იქნება. ამასთან ერთად, მწვადიც შეიწვება, შეგიძლიათ შამფურს ბასრი დანით ჩამოაჭრათ შემწვარი ნაწილები, უმად დარჩენილი ნაწილი კი დააბრუნოთ მაყალზე. ჩამოჭრილი ხორცი ჩავყაროთ გაჭრილ პურში, მოვასხათ მაწვნის სოუსი და დავაყაროთ ისპანახი ხახვით.
ეს კერძი შეიძლება გაიშალოს თეფშზე და პური ცალკე მიირთვათ, ან პურში მოთავსდეს და ხელით შეიჭამოს, მისაყოლებლად, ტარხუნის ან რეჰანის ლიმონათს გირჩევთ, ასევე, ბორჯომში გახსნილ ბადაგს, პროპორციით - ერთი ერთზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: saqonlis khorci, mtsvadi, ghoris khorci, ghoris xorci, mwvadi, dzrokhis khorci, dzroxis xorci, მწვადი, saqonlis xorci, goris xorci ნანახია: 1056 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]