Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ძროხის სუკი ლუდით და ყავით / dzrokhis suki ludit da kavit
2017-09-14, 11:43 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 საქონლის სუკი
500 გრ. შავი ლუდი
20 გრ. დაფქვილი ყავა
10 გრ. პაპრიკა
50 გრ. დაფქვილი ქინძი
50 გრ. დაფქვილი მდოგვი
50 გრ. ნივრის ფხვნილი
20 გრ. ყავისფერი შაქარი
150 გრ. თეთრი ხახვი
500 გრ. კარტოფილი
40 გრ. თაფლი
180 გრ. სტაფილო

მომზადების წესი:
ვარჩვეთ ყველაზე მსუქან სუკს. გვახსოვდეს, რაც მეტი კუნთი და ცხიმი აქვს ხორცს, მით უფრო წვნიანი და გემრიელი იქნება. თუ ცხიმოვანი გროვები მოყვითალოა, ესეიგი ძროხა ასაკოვანია და მისი ხორცი ბევრად უფრო მჟავე და მკვრივი იქნება. ავიღოთ სუკი, გავასუფთაოთ და მივიყვანოთ დაახლოებით ისეთ მდგომარეობამდე, როგორც სურათზეა. პარალელურად დავჭრათ სტაფილო, დაახლოებით 1 სმ სისქის რგოლებად, ხახვიც დაახლოებით იგივე სისქეზე. რაც შეეხება კარტოფილს, ჯერ კარგად გავრეცხოთ, რადგან კანითვე უნდა მივირთვათ. დანით ჩავჭრათ რომბები ისე, რომ კარტოფილი ბოლომდე არ ჩაიჭრას და არ დაიშალოს.

გავახუროთ ღუმელი 135 გრადუს ცელსიუსზე. ვიღებთ ყველა სუნელს, ერთად ვფქვავთ და ერთმანეთს ვურევთ. ვუმატებთ 1.5 ჩაის კოვზ მარილს. ეს ფხვიერი მასა უნდა შევზილოთ ხორცში. მინდა, რომ თქვენი თავი წარმოიდგინოთ ტაილანდელი მასაჟისტის როლში, ორივე ხელით აიღოთ სუნელების ნაზავი, და მასაჟირებით შეაზილოთ ხორცს, თქვენი ხელები ხორცს გაათბობს, რაც ხელს შეუწყობს ცხობის პროცესს. თუნუქის ფურცელზე დავყაროთ დაჭრილი ბოსტნეული. კარტოფილს მოვაყაროთ ნარჩენი ხორცის სუნელი, ხახვისგან და სტაფილოსგან გავაკეთოთ კუნძული, ზემოდან გადავასხათ ლუდი, და დავადოთ ხორცის ნაჭერი, გვერდზე დავულაგოთ კარტოფილი, თუნუქის ფურცელს გადავაკრათ ალუმინის ქაღალდი და შევდგათ ღუმელში 130 გრადუსზე. დაახლოებით საათსა და 20 წუთში ხორცის შიდა ტემპერატურა მიაღწევს 65 გრადუსს, რის შედეგადაც ხორცი მზადაა.

ხორცი ბოსტნეულეულთან ერთად გადმოვიტანოთ დაფაზე და დავასვენოთ 10-15 წუთი, შემდეგ დავჭრათ. ამ კერძს ძალიან უხდება ცივი ყავა ან ლუდი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: saqonlis khorci, mdogvi, fqvili, dzrokhis khorci, dzrokhis suki, dzroxis xorci, kartofili, saqonlis suki, dzroxis suki, saqonlis xorci ნანახია: 859 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]