მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ჩინური წვნიანი საქონლის ხორცით, კომბოსტოთი, ლაფშათი და სოკოთი / chinuri tsvniani saqonlis khorcit, kombostoti, lafshati da sokoti
2017-09-14, 12:02 PM |
შემადგენლობა:
100 გრ. საქონლის ხორცი
50 გრ. ჩინური კომბოსტო
30 გრ. ბრინჯის ლაფშა
50 გრ. სოკო შიტაკი
2 გრ. მარილი
2 გრ. პილპილი
50 გრ. ზეთი
მომზადების წესი:
ხორცი დავჭრათ წვრილ და გრძელ ნაჭრებად, ჩავყაროთ საშუალო ქვაბში, დავამატოთ წყალი, ისე რომ ქვაბის ნახევარი დაიფაროს წყლით და დავდგათ საშუალო ცეცხლზე, მოვხარშოთ, 30 წუთის შემდეგ დავამატოთ სოკო და გავაგრძელოთ ხარშვა 10 წუთი.
დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო და 5 წუთის შემდეგ ბრინჯის ლაფშა. (ცალკე ქვაბში ავადუღოთ წყალი და ადუღებულ წყალში ბრინჯის ვერმიშელი გავაჩეროთ 5 წუთი, წყალი გადავურიოთ და ბრინჯის ვერმიშელი დავამატოთ დიდ ქვაბში, სხვა ინგრედიენტებთან ერთად). გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ზეთი, მარილი და პილპილი კერძს დაუმატეთ ბოლოს, ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ. სუფრასთან მიიტანეთ თბილ მდგომარეობაში.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |