მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სოკოს უგემრიელესი წვნიანი / sokos ugemrielesi tsvniani
2019-03-02, 0:41 AM |
შემადგენლობა:
500 გრ. ქამა სოკო
200 გრ. ხახვი
500 მლ. ნაღები
50 გრ. კამა
გემოვნებით შავი პილპილი
50 მლ. ზეითუნის ზეთი
გემოვნებით მარილი
მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეითუნის ზეთთან ერთად. სოკო მსხვილად გავხეხოთ და დავამატოთ ხახვს. გავაგრძელოთ მოთუშვა კიდევ 15 წუთის განმავლობაში.
სოკოს და ხახვს დავამატოთ 250-300 მლ. წყალი და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში. ამ დროს ვამატებთ პილპილს, რომ გემო კარგად გაუჯდეს.
დროის გასვლის შემდეგ ვამატებთ ნაღებს, როგორც კი ადუღდება, გადავდგავთ ცეცხლიდან და დავამატებთ წვრილად დაჭრილ მწვანილს.
გემრიელად მიირთვით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |