ბრინჯის ფაფა სოკოთი / brinjis fafa sokoti
| 2014-03-05, 2:44 PM |
შემადგენლობა:
400 გრ ბრინჯი
900 მლ სოკოს ნახარში
50 გრ ხმელი სოკო
100 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი
კამა, მარილი ‐ გემოვნებით.
მომზადების წესი:
სოკო გადავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, გავაჩეროთ
ვიდრე წყლით არ გაიჟღინთება და მოვხარშოთ იმავე წყალში. მზა სოკო გადავიტანოთ
თუშფალანგზე, დავწრიტოთ. სოკო კარგად გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ და
მოვშუშოთ მარგარინში.
ბრინჯი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ადუღებულ სოკოს ნახარშში და ვხარშოთ
მზადყოფნამდე. ამის შემდეგ მოხარშულ ბრინჯს გადავურიოთ მოშუშული სოკო და
შემოვდგათ ნელ ცეცხლზე, ვხარშოთ 15‐20 წუთი.
მზა კერძი გადავიტანოთ თეფშზე, მოვასხათ გამდნარი მარგარინი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ბრინჯი, kama, Soko, samarxvo kerdzebis receptebi, ხმელი სოკო, brinji, კამა, marili, სამარხვო კერძების რეცეპტები, margarini
|
ნანახია: 1597 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]