მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ტკბილი ფლავი ბებიას რეცეპტით / tkbili flavi bebias receptit
2017-03-08, 0:36 AM |
შემადგენლობა:
გრძელი ბრინჯი 2 ჭიქა
მდუღარე წყალი 4 ჭიქა
კარაქი 2 ს/კ
ჭერმის ჩირი 100 გ
შავი ქლიავის ჩირი 100 გ
ქიშმიში 1 ს/კ
თხილი ან ნიგოზი მოხალული, 0,5 ჭიქა
საზამთროს მურაბა დაჭრილი, 0,5 ჭიქა
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ბრინჯი გავრეცხოთ და სქელძირიან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე დავყაროთ, გავაშროთ მუდმივი მორევით, შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში, დავუმატოთ კარაქი, როცა გადნება, დავასხათ წყალი, დავუმატოთ მარილი, ჩირები და თავდახურული 15 წთ. ვხარშოთ, შემდეგ შევფუთოთ 15 წთ. ფლავს მოვასხათ საზამთროს მურაბა და მოვაყაროთ მოხალული თხილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |