Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

sushi / სუში 2 საათში
2013-02-23, 7:20 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
1 ჭიქა (250-მილილიტრიანი) სუშისთვის განკუთვნილი ბრინჯი (რომელიც სპეციალიზებულ მაღაზიებში იყიდება)
350 მლ წყალი
2-3 ს.კ. ბრინჯის ძმარი
2 ჩ.კ. შაქარი
1/2 ჩ.კ. მარილი
წყალმცენარე ნორი
ნაკლებმარილიანი ორაგულის ან თინუსის ფილე
კიტრის ან ავოკადოს ნაჭ­რები, სურვილისამებრ
ამას გარდა, იაპონელები იყ­ენებენ ხის თასსა და კოვზს, ბამბუკის საფენს – მაკისუს, მარაოს.

მომზადების წესი:
ბრინჯი კარგად გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. დავუწიოთ ცეცხლს მინიმუმამდე და ვხარშოთ, სანამ წყალი არ დაშრება. მზა ბრინჯი 15 წუთით დავივიწყოთ და შევუდგეთ ძმრიანი ნაზავისა და თევზის მომზადებას. ძმარში შევურიოთ მარილი და შაქარი (ძმარი მიკროტალღურ ღუმელში შევათბოთ). თევზი წინასწარ დავჭრათ საშუალო ზომაზე, ხოლო კიტრი (შუაგულის ნაწილი არა) ჩხირივით.
15 წუთის შემდეგ ბრინჯი ხის თასში გადავიტანოთ, მოვასხათ ძმრიანი ნარევი და ხის კოვზით ფრთხილად ამოვურიოთ. ამ დროს იაპონელები თან მარაოთი აგრილებენ ბრინჯს. როცა ბრინჯი საკმარისად გაგრილდება, დავიწყოთ სუშის გადახვევა.
ბამბუკის საფენზე დავდოთ ნორის ფურცელი, პრიალა მხარე ქვემოთ მოვათავსოთ. ზემოდან სველი ხელებით ბრინჯის გუნდები გავანაწილოთ. შემდეგ დავადოთ კიტრისა და თევზის ნაჭრები. საფენის დახმარებით სუში ისე გადავახვიოთ, რომ ნორის კიდეები ერთმანეთს დაემთხვეს.
სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ბრინჯის განაწილების შემდეგ თითით თხელ ფე­ნად სიგრძეზე წავუსვათ თანაბარ ნაჭრებად დაჭრილი ვასაბი. სუფრაზე მივიტანოთ სოიის სოუსის, ვასაბის და ჯანჯაფილის მარინადის თანხლებით.

კულინარიული ჟურნალი ”გემრიელი”
(გამოდის თვის დასაწყისში)



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სუში, ბრინჯი, gurmani, mzareuli, recepti, kulinaria, სუში 2 საათში, receptebi, sushi, brinji ნანახია: 2615 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]