Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გოგრის ბლინები
2013-03-13, 3:46 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მოხარშული გოგრა - 1 ჩაის ჭიქა
რძე - 250 მლ.
კვერცხი - 1 ც.
ზეითუნის ზეთი (რაფინირებული) - 2 ს.კ.
1 ჩ.კ. სოდა + ძმარი
ყავისფერი შაქარი - 2 ს.კ.
საფუარი - 1 ჩ.კ. + შაქარი 1 ჩ.კ.
მარილი - 1/2 ჩ. კ.
დარიჩინი - 1 ჩ.კ.
ჯანჯაფილი - 1/2 ჩ.კ.
მუსკატის კაკალი - 1/4 ჩ.კ.
ფქვილი - დაახლ. 16 - 18 ს.კ.



მომზადების წესი:
პატარა ჭიქაში აურიეთ 1 ჩ.კ. საფუარი და 1 ჩ.კ. შაქარი. დაასხით თბილი წყალი, დაახურეთ ფინჯანი და გააჩერეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ წყალი არც ძალიან გრილი არ უნდა იყოს და არც ძალიან ცხელი, თორემ არ ამოვა საფუარი.



ამასობაში, ჯამში ერთად აურიეთ გოგრა,ზეთი, შაქარი და კვერცხი და ხის კოვზით კარგად მოურიეთ მანამ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება (თუმცა შაქრის კრისტალები ისევ გაუხსნელი იქნება). გაითვალისწინეთ, რომ გოგრა უნდა იყოს გრილი. 1 ჩ.კ. სოდას (თავმოუბმელს) დაასხით თეთრი ღვინის ძმარი იმ რაოდენობით, რომ სოდა აფუშფუშდეს და დაამატეთ გოგრის ნარევს და კარგად მოურიეთ. დაამატეთ ამოსული საფუარიც და კარგად მოურიეთ. დაამატეთ დარიჩინი, ჯანჯაფილი და მუსკატის კაკალი, მარილი და ისევ კარგად მოურიეთ, რომ სანელებელი თანაბრად განაწილდეს. დაამატეთ რძე და ისევ კარგად მოურიეთ.თანდათან დაამატეთ თითო ს.კ. ფქვილი და თან ურიეთ ხის კოვზით. ცომი უნდა გამოვიდეს არც ძალიან თხელი, თუმცა სქელიც არ უნდა იყოს, კოვზიდან ადვილად უნდა გადმოდიოდეს.



ცხობის დაწყებამდე ცომი გააჩერეთ 5-7 წუთის განმავლობაში.

გაახურეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, ტაფას მოუსვის კარაქი (თუმცა ბევრი კარაქი არ დადოთ ტაფაზე, რადგან შეიწოვს ბლლინები და ძალიან ცხიმიანი გამოვა). თუ გაქვთ საცხობი ფორმები ან თუნდაც ორცხობილას საჭრელი ფორმები (ოღონდ ცოტა სიღრმე უნდა ქონდეს), შეგიძლიათ ცხობის დროს გამოიყრენოთ. ფორმებს შიგნიდანაც წაუსვით კარაქი და ისე დააწყვეთ ტაფაზე. კოვზით თითოეულ ფორმაში ჩაასხით ცომი. ერთ მხარეს დაბრაწეთ საშუალოდ 3 წუთის განმავლობაში, ხოლო მეორე მხარეს 2 წუთის განმავლობაში. გადმოღეთ თეფშზე, ოდნავ შეგრილდეს და ისე გამოიღეთ ფორმებიდან. თუ ფორმები არ გაქვთ, კოვზით დასვით შედარებით სქელი მასა.



თუ გოგრა ტკბილია, ბლინებიც გემრიელი გამოდის. შეგიძლიათ, მრავალფეროვნებისთვის მიართვათ თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი.






გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sachmelebi, kulinari, gemrieli, sakvebi, receptebi, recepti, kulinaria, mzareuli, gurmani, კულინარია ნანახია: 1833 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]