Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქა­თა­მი ბრინ­ჯით - სწრაფი, გემრიელი და დაბალკალორიული
2013-03-13, 4:01 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
1 სა­შუ­ა­ლო ზო­მის ქა­თა­მი
300 გრ გრძე­ლი ბრინ­ჯი
1 თა­ვი ხახ­ვი
2 ცა­ლი ტკბი­ლი წი­წა­კა
1 პა­ტა­რა თა­ვი ბრო­კო­ლი
მა­რი­ლი
პილ­პი­ლი

მომზადების წესი:
1. ქა­თა­მი გა­ვა­სუფ­თა­ვოთ, შიგ­ნი­დან და გა­რე­დან წა­ვუს­ვათ მა­რი­ლი და სურ­ვი­ლი­სა­მებრ, რა­ი­მე სა­ნე­ლე­ბე­ლი და შევ­წვათ.

2. სა­ნამ ქა­თა­მი იბ­რა­წე­ბა, გავ­რეც­ხოთ ბრინ­ჯი, შემ­დეგ გა­და­ვი­ტა­ნოთ სა­წურ­ზე და დავ­წრი­ტოთ.

3. ზეთ­ში ან ქათ­მის შე­ნამ­წვავ ცხიმ­ში მოვ­შუ­შოთ დაჭ­რი­ლი ხახ­ვი, 2-3 წუ­თის შემ­დეგ და­ვუ­მა­ტოთ დაჭ­რი­ლი ტკბი­ლი წი­წა­კა (უმ­ჯო­ბე­სია, თუ სხვა­დას­ხვა ფე­რის წი­წა­კას გა­მო­ვიყე­ნებთ) და ყვა­ვი­ლე­ბად დაჭ­რი­ლი ბრო­კო­ლი.

4. მო­შუ­შულ ბოს­ტნე­ულს და­ვა­ყა­როთ დაწ­რე­ტი­ლი ბრინ­ჯი და და­ახ­ლო­ე­ბით 3-5 წუ­თით ერ­თად ვშუ­შოთ.

5. და­ვას­ხათ მდუ­ღა­რე წყა­ლი. წყლის რა­ო­დე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბრინ­ჯის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, თუ 1 ჭი­ქა ბრინჯს ავი­ღებთ, წყა­ლი 2-2,5 ჭი­ქა უნ­და დავ­ას­ხათ. მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი, და­ვა­ხუ­როთ თავ­სა­ხუ­რი და და­ვუ­წი­ოთ ცეცხლს.

6. რო­დე­საც სით­ხე მთლი­ა­ნად ამოშ­რე­ბა და ბრინ­ჯიც დარ­ბილ­დე­ბა, მო­ვა­ყა­როთ პილ­პი­ლი. ქა­თა­მი მო­ვა­თავ­სოთ გა­ნი­ერ თეფ­შზე ან ლან­გარ­ზე, გარ­შე­მო მო­ვა­ყა­როთ ბრინ­ჯის გარ­ნი­რი და მი­ვი­ტა­ნოთ სუფ­რას­თან.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sachmelebi, kulinari, gemrieli, sakvebi, receptebi, recepti, kulinaria, mzareuli, gurmani, კულინარია ნანახია: 2499 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]