შემადგენლობა: ცალი ბადრიჯანი, 200 გრ. პურის ფქვილი, 1/2 ჩაის ჭიქა ზეთი, 12 ცალი პომიდორი, 1/2 ჩაის ჭიქა ბრინჯი, 2-3 თავი ხახვი, მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ, დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და, როცა თავის წვენს გამოუშვებს, გადაწურეთ. თითოეული ბადრიჯნის ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ყოველ მხრიდან ზეთში. ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში, გადაიტანეთ საწურზე და მერე აურიეთ ზეთში მოხრაკულ დაჭრილ ხახვში. ქვაბში ჩააწყეთ ერთი პირი შემწვარი ბადრიჯანი, მეორე პირი მოხარშული ბრინჯი ხახვში არეული და ასე ჩააწყეთ, სანამ მასალა გეყოფათ. წითელ პომიდორს დაასხით მდუღარე წყალი, მოაცილეთ კანი, დაჭერით შუა–შუა და ისეც ქვაბში ზემოდან დააწყეთ, დაასხით ზეთი და რამდენიმეჯერ წამოადუღეთ.