Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო ბორში სოკოთი

შემადგენლობა:
50 გრ ხმელი თეთრი სოკო,
600 გრ ჭარხალი,
400 გრ კომბოსტო,
150 გრ სტაფილო,
120 გრ თავი ხახვი,
100 გრ ტომატ-პიურე ან პომიდორი,
50 გრ მარგარინი,
1 სუფრის კოვზი ფქვილი,
1 სუფრის კოვზი შაქარი,
1800 მლ სოკოს ნახარში,
სანელებლები, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
გამხმარი თეთრი სოკოსაგან მოვხარშოთ სოკოს ბულიონი. მოხარშული სოკო დავჭრათ ჩალისებურად. სტაფილო დავჭრათ ჩალისებურად და ოხრახუშთან ერთად ოდნავ მოვშუშოთ. მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი მოვწვათ დაჭრილ სოკოსთან ერთად.
ჭარხალი გავფცქვნათ და მოვხარშოთ, ხარშვის დროს დავამატოთ ძმარი. მოხარშული ჭარხალი დავჭრათ ჩალისებურად.
სოკოს მდუღარე ბულიონში ჩავყაროთ ჩალისებურად დაჭრილი კომბოსტო, წამოვადუღოთ, დავამატოთ მოხარშული ჭარხალი, ტომატ-პიურე, მოშუშული სოკო, ხახვი, სტაფილო და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის დამთავრებამდე 5-10 წუთით ადრე ბორშს დავამატოთ მოხალული ფქვილი, შაქარი, სანელებლები (სურნელოვანი პილპილი, დაფნის ფოთოლი), მარილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-01-15, 0:36 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მარილი, შაქარი, სტაფილო, kulinaria, სოკო, receptebi, ჭარხალი, кулинария, კომბოსტო, ფქვილი
ნანახია: 1927 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]