Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის წვნიანი ტყემლით
2013-03-04, 10:46 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ქათამი
300-400 მლ ტყემალი
3-4 ს.კ. ფქვილი
ქინძი
1-2 კბილი ნიორი
მარილი
პილპილი

მომზადების წესი:
მოვხარშოთ ქათამი, ამოვიღოთ წვენიდან და ცალკე გადავდოთ. სანამ ქათამი იხარშება, თასში ჩავასხათ ტყემალი, დავაყაროთ ფქვილი და კარგად ავურიოთ, რომ ფქვილი გაიხსნას და კოშტები არ ჰქონდეს. ტყემლიან ჯამში ცოტ-ცოტა ქათმის ბულიონი ჩავასხათ და ვურიოთ. ფქვილი კარგად რომ გაიხსნება, მდუღარე ბულიონში ჩავასხათ და თან ვურიოთ. დავტოვოთ ასე კიდევ 5-10 წუთის განმავლობაში. დავჭრათ ქათამი, ჩავდოთ მზა ბულიონში, დავუმატოთ დაჭრილი ქინძი, 1-2 კბილი ნიორი, მარილი და პილპილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: koxo | ტეგები: მარილი, ნიორი, რეცეპტი, კულინარია, რეცეპტები, kulinaria, ქინძი, ტყემალი, kulinari, ფქვილი ნანახია: 1729 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]